რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
-33 კვირის ორსული ვარ, რაღაც პრობლემის გამო ვერ შევიკავე თავი და ძალიან ვინერვიულე, ნერვიული ხველა და სპაზმები დამეწყო გულის რევის შეგრძნებით და გამიჭირდა დაწყნარება...არც გამონადენი მქონია და არც ტკივილი მუცლის( თუმცა ოდნავ ყრუდ მაწუხებდა მთელი დღის განმავლობაში მუცელი თითქოს)...შეიძლება რამე დაშავებოდა ჩემ პატარას? ახლა ამას განვიცდი ძალიან,ხომ არაფერი დავუშავე :(
პასუხი
-ამჟამად თუ თავს კარგად გრძნობთ, საშიშროება არ არის, მაგრამ მომავალში კი გაითვალისწინეთ, რომ ორსულისთვის არ არის რეკომენდებული ძლიერი და ხანგრძლივი ნერვიულობა, სტრესი; საზოგადოდ, ორსულობისას ქალი ჩვეულებრივზე მგრძნობიარეა, უფრო მძაფრად განიცდის დადებითსა თუ უარყოფით მოვლენებს და წვრილმანებიც კი აღიზიანებს. მაგრამ ორსულს მუდამ უნდა ახსოვდეს, რომ ბავშვს დედისგან უკლებლივ გადაეცემა როგორც დადებითი, ისე უარყოფითი ემოციები, დედის ნერვიულობა ბავშვსაც აყენებს ზიანს, და ეცადოს არ გაღიზიანდეს. შფოთვის შემთხვევაში ორსულმა თავისი დარდი მეუღლეს, მშობლებს, მეგობარს ან ფსიქოლოგს უნდა გაუზიაროს. ისინი დაეხმარებიან მშვიდი და გაწონასწორებული გარემოს შექმნაში.