რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
-ვარ 19 წლის. ბავშვობაში გაკეთებული მაქვს გლანდების ოპერაცია. მიუხედავად ამისა, ყელის პრობლემები დღემდე გრძელდება. საკმარისია ოდნავი გაციებაც და მაშონვე მტკივდება ყელი ( ზოგჯერ ხორხის ტკივილის შეგრძნებაც მაქვს) და ამის გამო რამდენიმე დგით მეცვლება ხმა შეიძლება 1-2 დგე საერთოდ არც მქონდეს ხმა. დატანჯული ვარ ამ პრობლემით იქნებ მირჩიოთ რამე. გმადლობთ
პასუხი
-ეცადეთ წელიწადის ცივ პერიოდებში ატაროთ ყელიანი ტანსაცმელი, ერიდეთ ცივ სასმელებს, ამ მხრივ განსაკუთრებით გაზიანი სასმელები აპროვოცირებენ უსიამოვნო სიმპტომებს, თავი არიდეთ ბევრ ლაპარაკს და ხმამაღლა საუბარს. თუ მწეველი ბრძანდებით სიგარეტის წევაზეც უარის თქმა მოგიწევთ. გაციების პირველი ნიშნების შემჩნევისთანავე გამოიყენეთ ყელის დამზოგავი საწუწნი აბები.