რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
-გამარჯობათ, მოგმართავთ კითხვით. მაქვს მაღალი ქოლესტერინი, ამავდროულად მაქვს მაღალი წნევები, რის საფუძველზე ყოველდღიურად ვღებულობ წნევის დასარეგულირებელ წამალს ექიმის დანიშნულებით. ვარ 29 წლის ქალბატონი. ახლახან მირჩიეს ზეითუნის ზეთის მიღება უზმოზე ყოველდღიურად. ერთი სუფრის კოვზის ოდენობით. რას მირჩევთ წაადგება თუ არა ეს ჩემს ჯამრთელობას და რა დადებითი თვისებების მატარებელია ზეითუნი. მადლობთ...
პასუხი
-ზეითუნის ზეთს მართლაც გააჩნია რამდენიმე დადებითი კვებითი თვისება, თუმცა მაღალი ქოლესტერინის გამო გირჩევთ დაიცვათ სპეციალური ანტიქოლესტერინული დიეტა, რომლის დროსაც შეცვალეთ ცხიმიანი ღორის ხორცი მჭლე საქონლის ხორცით, ქათმის ხორცით ან თევზით. ზრდასრულმა ადამიანმა უმჯობესია შეამციროს ხორცის მიღება- სავსებით საკმარისია კვირაში 1-2 ჯერ. - სოსისები, სარდელები და ძეხვეული უნდა დაივიწყოთ. - ფრინველის ხორცი კანის გარეშე უნდა მიირთვათ. გახსოვდეთ, რომ ბულიონში გადადის ცხიმის მესამედი, ამიტომ ხშირად ნახარშის მიღება არ არის სასარგებლო. - ხშირად მიირთვით ნიორი და ხახვი. დიდი ხანია ცნობილი, რომ ისინი სისხლძარღვებს ასუფთავებენ. - თუ თქვენ ცოტა მცენარეულ პროდუქტს მიირთმევთ-შეცვალეთ რაციონი. ჩართეთ კვებაში მცენარეული ზეთი, ყველა სახის თხილი, მზესუმზირა. მიირთვით თევზი კვირაში 2-3ჯერ.