მოგესალმებითმყავს წლინახევრის გოგო სულ აქვს 7 კბილ... | სტომატოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ნოემბერი 2020
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - სტომატოლოგია

კატეგორია - სტომატოლოგია

04-11-2012

-მოგესალმებითმყავს წლინახევრის გოგო სულ აქვს 7 კბილი.4 ზევით და 3 ქვედა ყბაზე.რამდენად ნორმალურია და საშიში ხომ არ არის რომ უგვიანდება ამოჭრა.ასევე მაინტერესებს ამ ასაკში უნდა მოხდეს თუ არა ამ კბილების ჰიგიენა და როგორ?ცოტა გაუყვითლდა გმადლობთ

პასუხი
-სარძევე კბილების ამოჭრის ვადები ასეთია:
• დაახლოებით 6-დან 9 თვემდე ამოდის შუა საჭრელი კბილები, შემდეგ კი წლამდე - დანარჩენი საჭრელები;
• 12-დან 16 თვემდე - პირველი სარძევე მოლარები;
• 15-დან 20 თვემდე - ეშვები;
• 20-დან 30 თვემდე - მეორე სარძევე მოლარები. ამრიგად, 2-2,5 წლის ბავშვს უკვე აქვს ყველა (20) სარძევე კბილი.
მიმართეთ პედიატრს, რომელიც მუდმივ მეთვალყურეობას უწევს ბავშვს.
პაწიას კბილებზე ზრუნვას პირველი კიჭის ამოსვლისთანავე უნდა შეუდგეთ. კბილები ანადუღარ წყალში დასველებული დოლბანდით უნდა გაუწმინდოთ.
არც ენა უნდა დაივიწყოთ: კიჭების წმენდას რომ მორჩებით, დოლბანდი გამოცვალეთ და ენის წმენდას შეუდექით.
არსებობს სპეციალური ჯაგრისი-მასაჟორიც, რომელიც 3 თვიდან 2 წლამდე ასაკის პატარებისთვის არის განკუთვნილი. ის ანტიალერგიული რეზინისგან არის დამზადებული და სათითურის ფორმა აქვს, ზედ კი რამდენიმე რკალად სილიკონის რბილი ჯაგრისებია განლაგებული. სათითური დედიკომ თითზე უნდა წამოიცვას და ნამცეცას კიჭები გაუპრიალოს. - ორ წლამდე პირის ღრუს გაწმენდა საკმარისია დღეში ერთხელ, ძილის წინ.
ასაკის მომატებასთან ერთად პაწიას ჯაგრისის ხელში დაჭერა ასწავლეთ და საუზმის შემდეგაც მიაჩვიეთ კბილების წმენდას, შუალედური კვების შემდეგ კი წყალი გამოავლეთ.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
შაქარი და ცხიმები წარმოადგენს ძირითად საწვავს, რომელიც კვებავს სხეულის თითოეულ უჯრედს.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად