კუჭნაწლავის პრობლემა მაქვს, 2-3 დგეში ერთხელ მაქ კ... | გასტროენტეროლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - გასტროენტეროლოგია
04-11-2012

-კუჭნაწლავის პრობლემა მაქვს, 2-3 დგეში ერთხელ მაქ კუჭის მოქმედება.. 5 დღის განმავლობაში ნახშირს ვსვავდი ყოველი ჭამის მერე 2 ცალს და რავი შედეგი არ მაქ.. მირჩიეთ რა რამე

პასუხი
-დღეში ერთხელ დეფეკაცია განიხილება როგორც ნორმა, მაგრამ მოსახლეობის მხოლოდ მესამედს აქვს ასეთი დეფეკაცია, ხოლო მოსახელობის სამ მეოთხედს რეგულარული დეფეკაცია 2 დღეში ერთხელ აქვს.
აუცილებელია:
*სულ ცოტა 1, 5 ლიტრამდე სითხის მიღება, სითხის უდიდესი ნაწილი უნდა იყოს წყალი.
*რეგულარული ვარჯიში ან ფეხით სიარული დღეში 30 წუთის განმავლობაში, სულ მცირე კვირაში 5 დღის განმავლობაში.
*ბოჭკოთი მდიდარი საკვები – ბოსტნეული - ჭარხლის, ისპანახის ფოთლებისაგან მომზადებული საკვები, პარკოსნები, ლობიო, ბარდა, სტაფილო, მწვანილი; ჭვავის პური, კაკალი, თხილი, შვრია, ქერი, ხილი - ვაშლი, შავი ქლიავი, ლეღვი, გარგარი, ატამი, ციტრუსები. გაითვალისწინეთ, რომ კანგაცლილ ხილში ბოჭკოს შემცველობა ნაკლებია.
*საკვებისათვის ხორბლის ქატოს დამატება უნდა შეიზღუდოს:
*კოფეინით მდიდარი სასმელი – მუქი ჩაი, ყავა, შოკოლადი;
*ბოჭკოთი ღარიბი საკვები – ბრინჯი, მაკარონი, ვერმიშელი, თეთრი პური, ყველი;
*საფაღარათოების მიღება.
ბოჭკოს შემცველობა ზოგიერთ საკვებში: გამომშრალი ბარდა, 1 ჭიქა (მზა სახით) – 16,3 გრ; ოსპი, 1 ჭიქა (მზა სახით) – 14, 6 გრ; ლობიო, 1 ჭიქა (მზა სახით) – 13,1 გრ; ხორბლის ქატო, 0,5 ჭიქა – 8,4 გრ; შვრია, 1 ჭიქა – 4,0 გრ; სტაფილო, 0,5 ჭიქა (მზა სახით) – 2,3 გრამი; კარტოფილი, გამომცხვარი, კანიანი – 2,5 გრ; კარტოფილი, გამომცხვარი, კანგაცლილი – 1,4 გრ; ვაშლი კანგაუცლელი – 2,7 გრ; მსხალი კანგაუცლელი 0,5 ცალი – 3,1 გრ; მსხალი კანგაცლილი – 0,5 ცალი – 2,5 გრ; შავი ქლიავი – 3 ცალი – 3,0 გრ; თეთრი პური, 1 ნაჭერი – 1,9 გრ; არაქისი, 10 ცალი – 1,4 გრ.
გაითვალისწინეთ, რომ ბოჭკოს მიღება რეკომენდებულია დღის განმავლობაში შემდეგი დოზით: 51 წლის ასაკამდე: მამაკაცები 38 გრამი, 25 გრამი.
51 წლის შემდეგ: მამაკაცები 30 გრამი, ქალები 21 გრამი.
დამატებითი რჩევები ყაბზობის დროს...
• უზმოზე მიირთვით ორი-სამი ვაშლი კანიანად, 1 ჩაის ჭიქა ცივი თაფლიანი წყალი, ახალი კარტოფილის ან სტაფილოს წვენი.
• ყოველდღიურად სვით 100-150 მლ მჟავე კომბოსტოს თბილი წვენი. დღის განმავლობაში მიიღეთ 500 გ ბანანი (სამ ჯერზე), 1 ჭიქა ყურძნის წვენი ან მარცვლები, ესეც - დღეში სამჯერ: დილით, უზმოზე, სადილამდე ერთი საათით ადრე და საღამოს, ძილის წინ.
• აიღეთ 300 გ თაფლი და 150 გ ალოე (ალოე მოჭრამდე ორი კვირის განმავლობაში არ უნდა მოირწყოს). თაფლი ოდნავ შეათბეთ (გაადნეთ), ალოეს ფოთლებიდან წვენი მაქსიმალურად გამოწურეთ, ერთმანეთში აურიეთ და მაცივარში შედგით. მიირთვით 1 სადილის კოვზი დღეში ორჯერ - დილით, უზმოზე და საღამოს, ძილის წინ. აუცილებლად დააყოლეთ წყალი.
• აიღეთ 2 ჩაის კოვზი ბაბუაწვერას ფესვი, დაასხით ერთი ჭიქა ცივი ანადუღარი წყალი, 8 საათით დააყენეთ. მიიღეთ დღეში ოთხჯერ ჭამის წინ 1/4 ჭიქა.
• აიღეთ 180 გ კეფირი, შეურიეთ 10 გ მცენარეული ზეთი, კარგად აურიეთ და ძილის წინ მცირე ულუფებით ნელ-ნელა მიირთვით.
• აიღეთ 20 გ დაქუცმაცებული ხეჭრელას ქერქი, დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი, ადუღეთ 15-20 წუთს. მიიღეთ საღამოობით, ძილის წინ, 1/2 ჭიქა. ფიზიკური აქტივობა და შეკრულობა მოძრაობა, ფეხით სიარული და აქტივობა შეკრულობის სამკურნალო კომპლექსის წამყვანი კომპონენტია. ამ პრობლემის მქონე ადამიანებს, როგორც წესი, მუცლის კუნთების დაჭიმულობა და ჭიპისა და მის ქვემოთ არსებულ არეში უსიამოვნო შეგრძნებები აწუხებთ. ასე რომ, კარგი იქნება, თუ დილაობით, უზმოზე, რეგულარულად ჩაიტარებთ თვითმასაჟს. ეს მარტივი და იოლად შესასრულებელი პროცე-დურაა: სამი თითით (საჩვენებელი, შუა და არათითით) 3 წუთის განმავლობაში მსუბუქად უნდა დააწვეთ მუცლის კედელს. ზეწოლა უნდა განხორციელდეს 5-6-ჯერ, მცირე პაუზებით, ქვედა და ამავე დროს ცენტრისკენული მიმართულებით. ამის შემდეგ ერთი ჭიქა თბილი წყალი უნდა დალიოთ და ისე წამოდგეთ. ძლიერი ეფექტი აქვს მუცლის ხუთწუთიან წრიულ მასაჟს თბილ აბაზანაში (აბაზანა უმჯობესია მჯდომარე პოზაში დღეგამოშვებით მიიღოთ).
კარგია დღეგამოშვებით 20-წუთიანი წიწვოვანი აბაზანებიც. თუ ამ ფონზე ყაბზობა მაინც აღინიშნა, აუცილებელია ვიზიტი გასტროენტეროლოგთან ყაბზობის მიზეზების დასადგენად. მანმადე კი შეგიძლიათ გამოუვალ შემთხვევაში მიიღოთ საფაღარათო საშუალება (შერჩევაში დაგეხმარებიან ფარმაცევტები), მაგრამ ეს ძალიან იშვიათი უნდა იყოს.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად