რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
-გამარჯობათ, ვარ 20 წლის გოგო, 2დღეა მაქვს შარდვის დამთავრების შემდეგ წვა,, და როგორ შეიძლება სახლის პირობებში მკურნალობა და ფურადონინის მიღება თუ შეიძლება ან რამე სხვა პრეპარატი რა შეიძლება რომ მივიღო. გმადლობთ წინასწარ
პასუხი
-ცისტიტის მკურნალობის ყველაზე საიმედო და სწრაფი მეთოდი სპეციფიკური ანტიბიოტიკების მიღებაა. ანტიბიოტიკი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ინდივიდუალური სქემით ინიშნება. ცისტიტის გართულებათა თავიდან ასაცილებლად ანტიბიოტიკი შერჩეულ უნდა იქნეს შარდის ბაქტერიოლოგიური კვლევის პასუხისა და მგრძნობელობის შესაბამისად ანუ საჭიროა უროლოგთან ვიზიტი და შარდის ბაქტერიოლოგიური ანალიზის ჩატარება; ანტიბიოტიკის თვითნებურმა მიღებამ შესაძლოა მიკროორგანიზმები პრეპარატების მიმართ გამძლე გახადოს და მკურნალობამ შედეგი აღარ გამოიღოს. და ასეთ შემთხვევაში მწვავე ცისტიტი გადაიზრდება ქრონიკულში და დიდხანს გაგყვებათ, რაც უსიამოვნოდ აისახება თქვენს ცხოვრებაზე. დამოუკიდებლად რისი გაკეთებაც შეგიძლიათ არის შემდეგი რეჟიმის დაცვა: . აუცილებელია, კვების რაციონიდან გამოირიცხოს ცხარე, მარილიანი, შებოლილი საკვები, ალკოჰოლი, შოკოლადი, ყავა, პომიდორი. აკრძალულია რძე და სოდიანი სასმელები - ისინი შარდის გატუტიანებას იწვევს. აუცილებელია სითხის დიდი რაოდენობით მიღება (1,5-2ლ დღეში). ძალიან კარგია შტოშის წოწოქურა (მორსი). საშარდე გზებს კარგად რეცხავს ასევე თირკმლის ჩაი, დათვის კენკრას, წითელი მოცვის ფოთლების, მინდვრის შვიტას ნაყენი. ამ ბალახებს აქვთ შარდმდენი და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. მიღება საჭიროა სიმპტომების გაქრობამდე და შემდეგ კიდევ 5-7 დღის განმავლობაში. ამ ხნის მანძილზე სასურველია მოწევისაგან თავშეკავება, წოლითი რეჟიმი, თბილი სათბურა ფეხებს შორის. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ჰიგიენას. ჩაბანა უნდა მოხდეს წინიდან უკან თბილი ანადუღარი წყლითა და გლიცერინის საპნით ან ინტიმური ჰიგიენური საშუალებით. საწვალებელია, მაგრამ მხოლოდ ასეთი კომპლექსი: ანტიბაქტერიული მკურნალობა, დიეტა, ჭარბი სითხე, რეჟიმი და ჰიგიენა - არის იმის პირობა, რომ არასასურველ ინფექციას სწრაფად და უკვალოდ დააღწიოთ თავი. რაც შეეხება ფურადონინს ეს არის ანტიმიკრობული საშუალება, რომელიც ძირითადად საშარდე გზების ინფექციური დაავადების დროს ინიშნება, მაგრამ როგორც ზემოთ აღვნიშნეთ ასეთ მკურნალობას ექნება მხოლოდ დროებითი ეფექტი, ამ მედიკამენტის მეშვეობით ცისტიტისგან ვერ განიკურნებით, მიიღებთ მდგომარეობის შემსუბუქებას.