ვარ 15წლის გოგო და მაინტერესებს რა სახის სათვალე ... | თვალი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - თვალი

კატეგორია - თვალი

04-11-2012

-გამარჯობათ, ვარ 15წლის გოგო და მაინტერესებს რა სახის სათვალე გამოვიყენო თვალების დასაცავად კომპიუტერთან მუშაობისას? მხედველობა კარგი მაქვს მაგრამ სიცივეში მეწვის თვალები.

პასუხი
-სათვალე არ დაგჭირდებათ თუ დაიცავთ ოფთალმოლოგების მითითებას, რომ მონიტორთან უწყვეტი მუშაობას დასაშვებია არაუმეტეს 45 წუთისა, შემდგომი 15-წთ-იანი შესვენებით. თქვენი ასაკიდან გამომდინარე ამ რეჟიმის დაცვა არ უნდა გაგიჭირდეთ. ზოგადად კი ვინც დღის დიდ ნაწილს კომპიტერის ეკრანთან ატარებს, უნდა შეიძინოს მწვანე ფილტიანი კომპიუტერული სათვალე, ასევე შეიძლება შეიძინოთ კომპიუტერის სათვალეები ნებინებისმიერი დიოპტრის მქონე მინებით ან უბრალო მინით. თუკი სათვალის გამოყენებით თვალები არ გეღლებათ - ეს ნიშნავს, რომ სათვალეები სწორად არის შერჩეული. ეს უნდა გაითვალისწინოთ სათვალის შეძენისას, წინასწარ შეუთანხმდით გამყიდველს სათვალის მოდელის შესაძლო შეცვლის შესაძლებლობაზე, თუკი ის თქვენ არ გამოგადგათ.
გაითვალისწინეთ რჩევები: როდესაც ბევრ დროს ატარებთ ტელევიზორთან ან კომპიუტერთან, თვალის ყველა სისტემა უდიდეს დატვირთვას განიცდის. თუ ასეთი რეჟიმი ყოველდღიურია, ვითარდება კომპიუტერული მხედველობითი სინდრომი და მშრალი თვალის სინდრომი. როგორ მოვიქცეთ ამ პრობლემის დასაძლევად? - ამისთვის უნდა დაიცვათ კომპიუტერთან მუშაობის წესები:
• მონიტორის ეკრანი თვალიდან მინიმუმ 0,5 მ-ით უნდა იყოს დაშორებული; ოთახი კარგად უნდა იყოს განათებული; ეკრანზე არ უნდა ხვდებოდეს ჩრდილები; სავარძელი უნდა იყოს ღრმა და მოხერხებული.
• მუშაობის პროცესში საათში ერთხელ ორი წუთით უნდა შეისვენოთ.
• სასარგებლოა თვალის დამატებითი დანამვა. ამისთვის გამოიყენეთ სპეციალური თვალის წვეთები, რომლებიც თვალს გამოშრობისგან იცავს - დროფსტარი, ოქსიალი და სხვა.
სასარგებლოა თვალის მარტივი ვარჯიშებიც:
• 30 წამის განმავლობაში ჩქარ-ჩქარა ახამხამეთ თვალები, შემდეგ 30 წამით შეაჩერეთ მზერა რაიმე წინ მდებარე ობიექტზე. გაიმეორეთ 3-ჯერ.
• დახუჭეთ თვალები და ამოძრავეთ მარცხნივ-ზემოთ-მარჯვნივ-ქვემოთ. გაიმეორეთ 4-ჯერ.
• დახუჭეთ თვალები და ამოძრავეთ ზემოთ-ქვემოთ. გაიმეორეთ 8-ჯერ.
• რამდენიმე წამით მაგრად დახუჭეთ თვალები და შემდეგ მკვეთრად დააჭყიტეთ. გაიმეორეთ 5-ჯერ. თვალის დაღლილობას კარგად ხსნის თვალის კომპრესი. მაგალითად, დაჭერით თხლად უმი კარტოფილი ან კიტრი და დაიწყვეთ დახუჭულ თვალებზე. მოეშვით. 5 წუთის შემდეგ მოიცილეთ, ამგვარად შეიძლება მაგარი ჩაის კომპრესის გაკეთებაც. სამსახურში შეიძლება თვალებზე გრილი წყლის შესხმა. ტელევიზორის ყურების დროს მანძილი ეკრანამდე ისეთი უნდა იყოს, რომ გამოსახულებას კარგად ხედავდეთ. უნდა იჯდეთ ეკრანის პირდაპირ. არ შეიძლება ტელევიზორის ყურება სიბნელეში. ხშირად ახამხამეთ თვალები და ღრმად ისუნთქეთ. თვალები დროდადრო დახუჭეთ. შეიძლება თვალის ვარჯიშების შესრულებაც. არ არის რეკომენდებული ტელევიზორის ყურება 1,5-2 საათზე მეტხანს.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად