რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
-პიროვნება არის საბერძნეთში,აღმოაჩნდა ბრადიკარდია,პულსი მერყეობს 33-დან 45-ის ჩათვლით. იმის გამო რომ იქ სტიმულატორის ჩადგმა დიდ თანხებთან არის დაკავშირებული,ვურჩიეთ რომ წამოვიდეს და გაკეთდეს ოპერაცია საქართველოში.ჩვენი კითხვაა-შეიძლება თუ არა მგზავრობა ავტობუსით 2 დღის განმავლობაში? რა პრეპარატები შეიძლება რომ თან იქონიოს და საერთოდ ექვემდებარება თუ არა მედიკამენტოზურ მკურნალობას? აუცილებელია თუ არა ოპერაცია? წინასწარ გმადლობთ.
პასუხი
პასუხობს აკადემიკოს ყიფშიძის სახელობის ცენტრალური კლინიკის კარდიოლოგი მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ჯაკო უგრეხელიძე
-თავისთავად ავტობუსით მგზავრობა წინააგმდეგცვენება არ არის, მთავარია გადაღლის ფაქტორი, რომელმაც პროვოცირება შეიძლება გაუკეთოს ძირითად დაავადებას. როგორც ჩანს საქმე უნდა გვქონდეს სრულ ატრიო-ვენტრიკულურ ბლოკადასთან, რომელიც დაუყოვნებლივ საჭიროებს სტიმულატორის ჩადგმას, რათა თავის ტვინისჟანგბადით მომარაგების ხანგრდზლივმა უკმარისობამ შეიძლება ცვლილებები გამოიწვიოს. სამწუხაროდ სრული ბლოკადის დროს მედიკამენტების ეფექტი მინიმუმამდეა შემცირებული, ამიტომ რეცომენდაციას ვერ გაგიწევთ.