ვარ 16 კვირის ორსული, ხანდახან მაწუხებს მაღალი წნ... | ორსულობა - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აპრილი 2021

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ორსულობა

კატეგორია - ორსულობა

04-11-2012

-გამარჯობათ, ვარ 16 კვირის ორსული, ხანდახან მაწუხებს მაღალი წნევა 140/90-ზე. კარდიოლოგთან ვიყავი და ყველაფერი წესრიგშია, მან ემოციურ მდგომარეობას დააბრალა ეს. ჩემი დაკვირვებიდანაც ასეა, როცა ემოცია მომეძალება, თუნდაც დადებითი, მაშინვე უკან კეფისა და კისრის არეში ვგრძნობ დაჭიმულობას და უსიამოვნო შეგრძნებას. სხვა შემთხვევაში კი თავს კარგად ვგრძნობ. რას მირჩევთ? ძალიან მეშინია ისეთი დაავადების როგორიცაა პრეეკლამფსია. რა ზომები უნდა მივიღო მის თავიდან ასაცილელად?

პასუხი
-თვითონვე აკონტროლოთ არტერიული წნევა (გაიზომეთ);
საჭიროა შარდის ანალიზი (ცილის განსაზღვრა); 
თავი არიდეთ ფსიქოემოციურ სტრესს.
აუცილებელია ფიზიკური აქტიურობა - ფეხით სიარული, განსაკუთრებით - საღამო ხანს. რაციონი მდიდარი უნდა იყოს ცილებით, ვიტამინებით, მიკროელემენტებით. კვების რაციონში საკმაო რაოდენობით უნდა შედიოდეს მარცვლეული, უმჯობესია ხორცისა და თევზის მიღება მოხარშული სახით. მაქსიმალურად შეზღუდეთ მარილის რაოდენობა. გესაჭიროებათ ძირითადად მეან-გინეკოლოგის დაკვირვება, ასევე მეან-გინეკოლოგთან ერთად - სხვა სპეციალისტების კონსულტაციაც (კარდიოლოგი, ნეფროლოგი, ენდოკრინოლოგი და ა.შ.).
გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
2020 წელს არაერთი კვლევა ჩატარდა და დადგინდა, რომ ზოგიერთი პრობიოტიკი, სასარგებლო ბაქტერია, ორგანიზმს წონის კლებაში ეხმარება.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციით, ადამიანმა თევზი კვირაში ორჯერ უნდა მიიღოს.
ონკოლოგებისათვის კარგად არის ცნობილი, რომ იმუნოთერაპიაზე შვეიცარიაში დიდ იმედებს ამყარებენ.
თუ მეხსიერების პრობლემები გაწუხებთ, გამოიყენეთ გინგკო ბილობა თქვენს სასარგებლოდ.
ძილი და მასთან დაკავშირებული პრობლემები მსოფლიო მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილს აწუხებს.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად