რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
-გამარჯობათ, ჩემი შვილი არის 3,5 თვის ყიფლიბანდი ხშირად უფეთქავს, მაგრამ ამ დროს არ წუხს ანუ მშვიდადაა... ნორმალურია თუ არა ეს და საჭიროა თუ არა ნევროპათოლოგს ვანახო? შეიძლება ქალაშიდაწნევა ქონდეს?
პასუხი
-ყიფლიბანდის პულსაცია არის ნორმალური მოვლენა, თუმცა ის ზედმეტად დაჭიმული ან ჩავარდნილი (ტირილის დროს ყიფლიბანდი იჭიმება და შეიძლება ოდნავ ამოიბეროს კიდეც) არ უნდა იყოს. სიცოცხლის პირველ თვეებში ყიფლიბანდი პატარას ჯანმრთელობის მდგომარეობის კონტროლს აადვილებს; თუ ბავშვი არ ჭირვეულობს, ნორმალურად ჭამს და ძინავს, განვითარება ნორმალურია ე.ი. არც არაფერი აწუხებს. თუ ბავშვს უჭირს თავის დაჭერა, თვალებს აელმებს, ჭირვეულობს ან ზედმეტად ძილიანობა აღენიშნა, აქვს ღებინება, ყიფლიბანდი ამობურცულია ასეთ შემთხვევაში მიმართეთ ნევროპათოლოგს.