ჩემი წლინახევრის გოგო კვება არის შემდეგი: დილით 10... | ბავშვის კვება - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აპრილი 2021

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ბავშვის კვება

კატეგორია - ბავშვის კვება

03-11-2012

-ჩემი წლინახევრის გოგო კვება არის შემდეგი: დილით 10 საათზე გრეჩიხის ან ბრინჯის ქაში,14 საათზე სუპი ბოსტნეულის,18 საათზე ნებისმიერი რამ,და ძილის წინ 10 საათზე მაწონი ხაჭოთი და პეჩენიით.ყოველდგე იკვებება ესე რამდენად სწორია ყოველდგე მაწვნის მიგება.იქნებ თქვენ შემომთავაზოთ კიდევ რითი შეიძლება იკვებოს გმადლობთ

პასუხი
-1 წლის ასაკიდან ბავშვი გადადის საერთო მაგიდაზე, მან შეიძლება გასინჯოს ყველანაირი საკვები, გარდა იმ გამონაკლისებისა, რაც მოზდრილებისათვისაც არ არის სასარგებლო (ღორის, ცხვრის ხორცი, მარგარინი, მწარე, მჟავე საკვები, კონცეტრირებული შოკოლადი, გაზიანი სასმელები და ა.შ.).ოღონდ ყოველი ახალი საკვების მიღებისას პატარას სხვა ახალი საკვები აღარ უნდა მისცეთ 4-5 დღის განმავლობაში. რათა შეფასდეს ახალი საკვების მიღებაზე ორგანიზმის რექცია. ახლა უკვე შეგიძლიათ მისცეთ მთლიანი კვერცხი, ნატურალური ძროხის რძე ან მაწონი. რასაც უფრო ადრე ასაკში ვერიდებოდით ალერგიული რეაქციის გამო.
1-დან 1,5 წლამდე კვება ხუთჯერადია, საკვების საერთო მოცულობა დღე-ღამეში 1100 მლ-ს შეადგენს. ამ ასაკში ბავშვი თანდათან უარს ამბობს მეხუთე, ღამის ულუფაზე და ოთხჯერად კვებაზე გადადის, თუმცა განსაკუთრებით სუსტ და უმადო პატარებს სასურველია ღამის, მეხუთე კვება 1,5 წლამდე შეუნარჩუნოთ. ამ დროს შეგიძლიათ შესთავაზოთ რძე, მაწონი ან კეფირი. კვების საათები ზუსტად უნდა დაიცვათ, რადგან არარეგულარული კვებისას პირობითი რეფლექსი ქრება, კუჭის წვენის გამოყოფის რიტმი ირღვევა, საჭმლის მომნელებელი წვენების ოდენობა და თვისებები იცვლება, ეს ყოველივე კი გავლენას ახდენს ბავშვის მადაზე. არ არის სასურველი, ჭამიდან ჭამამდე პატარას ტკბილეული, წვენები მისცეთ. სადღეღამისო რაციონი რაოდენობრივად ასე გადანაწილდება:
* საუზმე - 25% * სადილი - 35-40% * სამხარი - 10-15% * ვახშამი - 25% ყურადღება მიაქციეთ პროდუქტების გადანაწილებასაც:
* ცილით მდიდარი საკვები (ხორცი, თევზი) უმჯობესია დღის პირველ ნახევარში მისცეთ. ასეთი პროდუქტი, განსაკუთრებით - ცხიმთან ერთად, კუჭში დიდხანს ყოვნდება და გადასამუშავებლად მეტ საჭმლის მომნელებელ წვენს მოითხოვს. ღამის ძილის დროს მონელების პროცესები ნელდება, ამიტომ დღის მეორე ნახევარში უმჯობესია პატარას ადვილად ასათვისებელი საკვები - ფაფა, რძე, ხაჭო, მაწონი, ყველი შესთავაზოთ. ზოგიერთი პროდუქტი, მაგალითად, პური, კარაქი, რძე, ხორცი, ბოსტნეული, ბავშვმა ყოველდღიურად უნდა მიიღოს, ზოგი კი - არაჟანი, თევზი, ხაჭო - შეიძლება უფრო იშვიათად მისცეთ. გაითვალისწინეთ, რომ პატარა უკვე მიჩვეულია გარკვეულ გემოს და ზოგიერთი ახალი კერძი, თუნდაც ნაცნობი სურსათისაგან მომზადებული, შესაძლოა არ მოეწონოს. შეეცადეთ, თანდათან, ძალდაუტანებლად შეაჩვიოთ. სხვაგვარად ორგანიზმი, გემოვნებითი შეგრძნებები და საღეჭი აპარატი ნორმალურად ვერ განვითარდება. მნიშვნელოვანია ერთ ჯერზე მისაღები საკვების ოდენობის განსაზღვრაც. ულუფა ბავშვის ასაკს უნდა შეესაბამებოდეს.
მაგალითად: 1-დან 3 წლამდე პატარამ ერთ ჯერზე უნდა მიირთვას: * სუპი (წვნიანი) - 100-150 გ * გარნირი - 80-100 გ * კისელი, ჩაი, წვენი - 100 მლ.
ულუფის სიჭარბე არღვევს საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციობას და აუარესებს საკვების ათვისებას, შედეგად კი ბავშვს მადაც ეკარგება. მიაჩვიეთ პატარა წყლის სმას. განსაკუთრებით არ უყვართ წყალი ბუნებრივ კვებაზე მყოფ პაწიებს. წყლის მოთხოვნილება 1-დან 3 წლამდე 1კგ-ზე დაახლოებით 80-100 მლ-ს შეადგენს. წყალი ოთახის ტემპერატურისა უნდა იყოს, არავითარ შემთხვევაში - დამტკბარი. ჭამის წინ ტკბილეულის მიღება კუჭის წვენის სეკრეციას აქვეითებს და მადას აურესებს. გარდა ამისა, ბავშვი ასეთ წყალს სვამს არა წყურვილის მოსაკლავად, არამედ სიტკბოს გამო, რაც სითხის ჭარბ მიღებას უწყობს ხელს, ეს კი ნებისმიერ ასაკში ცუდია. ასევე მიუღებელია მაწვნის, ხაჭოს, გახეხილი ხილის (პიურეს) დატკბობა. დაიმახსოვრეთ: პატარას საკვებს შაქარი და მარილი იმდენი უნდა გაურიოთ, რომ თავად მისი დაგემოვნებისას უმარილო და უტკბო მოგეჩვენოთ.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
2020 წელს არაერთი კვლევა ჩატარდა და დადგინდა, რომ ზოგიერთი პრობიოტიკი, სასარგებლო ბაქტერია, ორგანიზმს წონის კლებაში ეხმარება.
გერმანიის რისკების შემფასებელმა ფედერალურმა ინსტიტუტმა გაანალიზა 36 ვეგანისა და 36 პირის (იღებდნენ შერეულ საკვებს) ძვლების მდგომარეობა.
ბირმინგემის უნივერსიტეტის მეცნიერები, სტრესის გადატანისას, გვირჩევენ კაკაოს დალევას
„სმარტფარმთან“ ინეტერვიუში ალერგიულ რინიტზე საუბრობს ბაია ბეზარაშვილი - ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ისრაელში მასობრივი ვაქცინაცია დეკემბრის ბოლოდან დაიწყო. ვნახოთ, რა გვაჩვენა
Los Angeles Lakers-ის ერთ-ერთი მფლობელი, ექიმი პატრიკ სუნ-შიონგი მუშაობს კორონავირუსის საწინააღმდეგო ორალურ ვაქცინაზე,
ზოგიერთი პროდუქტი, რომელზეც არის ობის სოკო, განსაკუთრებით საშიშია.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად