პასუხობს კლინიკა "კურაციოს", კლინიკა "ჯანმრთელი ცხოვრების" ენდოკრინოლოგი, მედიცინის დოქტორი ნინო დოლიძე
-თუ ამ ჩამონათვალიდან ყველაფერს მიირთმევთ, ამას ანორექსიას ნამდვილად ვერ დავარქმევთ; მეტიც, შეიძლება ბალანსირებული კვებაც კი ვუწოდოთ, 1200 კკალ მიღების შემთხვევაში ( მხოლოდ განაწილებულად) თქვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება და ამგვარი რაციონი ძალიან შორსაა იმ ფენომენისაგან, რომელსაც „ანორექსია“ ჰქვია. ეცადეთ, რომ გარდა ცილისა, ცხიმისა და ნახშირწყალისა, ადექვატურად მიიღოთ უჯრედისი, ანუ ხილი და ბოსტნეული, რაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია მოახლოვებული ზამთრის სეზონის პირობებში.