რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
-3 თვის ბავშვი ცდილობს წამოჯდომას და რამდენად რეკომენდებულია მისი დაჯდომა? ნაადრევი არ არის?
პასუხი
-წამოჯდომის მცდელობა რომ აქვს ამ ასაკში ეს ნორმალურია, მაგრამ დაჯენა ადრეა. ბავშვი თქვენ კი არ უნდა დასვათ, ის თვითონ უნდა წამოჯდეს. 6 თვიდან ბავშვების უმრავლესობა წამოჯდომას ცდილობს. ამას ყველა ბავშვი თავისებურად აკეთებს. თუ ჩვილის დახმარება გვინდა, უმჯობესია მწოლიარე ხელჩაჭიდებული წამოვსვათ და არა პირდაპირ დავსვათ. დაჯდომასთან დაკავშირებით საორიენტაციო მონაცემები ბავშის განვითარების ასეთია: • წამოჯდომის მცდელობა (ხელების დახმარებით) - 4-5 თვე; • წამოჯდომა ხელების დახმარებით - 5-6 თვე; • წამოჯდომა ერთი ხელის დახმარებით - 5-8 თვე; • წამოჯდომა საგანზე ხელის მოჭიდებით - 6-8 თვე; • წამოჯდომა მცირე დასაყრდენით - 7-9 თვე; • წამოჯდომა დასაყრდენის გარეშე - 7-9 თვე; • წამოჯდომა ნებისმიერი მდგომარეობიდან - 8-11 თვე;