რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
-გამარჯობათ მაინტერესებს როცა ბავშობაში აქვთ ამოვარდნილობა,რამდენად შეესაბამება სიმართლეს რომ მშობიარობის მერე ქალი კოჭლდება და თუ ასეა რატომ? გმადლობთ
პასუხი
-ბარძაყის თავის ამოვარდნილობა სახსრის შემადგენელი ელემენტების განუვითარებლობაა. როდესაც მენჯ-ბარძაყის სახსარი დისპლაზიური ან ამოვარდნილია, მისი სრული ფორმირება იშვიათად ხდება, მასში მცირე დისპლაზიური ელემენტები მაინც რჩება, რომლებიც შემდგომ, ასაკის მატებასთან ერთად, კოქსართროზის განვითარებას უწყობს ხელს. ხშირად ორსულობისას ქალები წონას იმატებენ, რის გამოც დისპლაზიური სახსრები ზომაზე მეტად იტვირთება. ეს უკვე პრობლემას ქმნის. ამას ემატება ისიც, რომ მშობიარობამდეც და მის შემდეგაც (რაკი ქალს ბავშვის მოვლისას უმეტესად ფეხზე დგომა უწევს) სახსარს დასვენების საშუალება არ აქვს. ასე რომ, პრობლემები შეიძლება საკეისრო კვეთის შემდეგაც დაიწყოს.