რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
- 1 წელზე მატია მაწუხებს თმის ცვენა და ძალიან შემითხელდა თმები, საერთოდ სქელი თმა მაქვს, ადრე მუჭში ვერ ვტევდი და ეხლა ხელში მეკარგება თმა ისეთი თხელი კუდი მაქვს. ხვეული თმა მაქვს და მემჩნევა რომ თხელია, მაგრამ როცა ვისწორებ აშკარად თხელია ჩანს...ა ბუსალითინის ზეთს ვიზელ კვირაში ერთხელ და მთელი ღამე ვიჩერებ.. ჯერ სულ ერთხელ გავაკეთე და მაინტერესებს სწორად მასწავლეს თუ არა? ადრე მაიონეზს ვისვამდი, შემდეგ ზეითუნს და კვერცხს ერთად, დაფნის ნაყენს, მაგრამ ბზინვარება დაუკარგა თმას. ხომ არ შეიძლება ამ ნიღბებს ევნოთ... მირჩიეთ რამ შეიძლება შემიჩეროს თმის ცვენა. (მაქვს მშრალი, ხვეული, ქერა და გრძელი თმები) წინასწარ მადლობა
პასუხი
-აღნიშნული ნიღბები თმის ცვენას არ გამოიწვევდა. გირჩევთ მიმართთ დერმატოლოგს და დაადგინოთ ხომ არ არის დაზიანებული თავის კანი რაიმე ინფექციური აგენტით, ასევე ჩაიტაროთ სისხლში ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების დონის დასადგენი ანალიზი.