რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
-გამარჯობათ, ბავშვის გაჩენის შემდეგ ბუასილმა შემაწუხა, თუ ყოველ დღე წვნიანს არ შევჭამ საშინლად მაწუხებს, სისხლი მომდის, შეკრულობას დიეტებით ვუშველე მაგრამ სისხლი ისევ მომდის, გთხოვთ მირჩიოთ რაიმე რითიც შეიძლება ამის მორჩენა,არ ვიცი ეს რომელ ექიმს უნდა ვკითხო, ამიტომ თქვენ გწერთ, მადლობა წინასწარ
პასუხი
-მეძუძური ბრძანდებით? გეკითხებით იმის გამო, რომ ბუასილის დროს მდგომარეობის შემსუბუქების მიზნით მოწოდებული რექტალური სანთლების გამოყენება ამ დროს შეზღუდულია. ერთადერთი, რაც შეიძლება ექიმთან ვიზიტის გარეშე გააკეთოთ, თავიდან უნდა აიცილოთ ყაბზობა უნდა მოიწესრიგოთ კვების რაციონი - შეიტანეთ მენიუში მეტი ხილი და ბოსტნეული (ცოცხალი და მოხარშული სახით), კომპოტები, წვნიანები. მიირთვით წიწიბურა, შვრია, რძემჟავა პროდუქტები, ზეთიანი სალათები, შავი პური. ნუ მიირთმევთ მაგარ ჩაის, თეთრ პურს, ნიგვზიანს, ბარდეულს. ძალიან კარგ შედეგს იძლევა ფიზიკური ვარჯიში, განსაკუთრებით - მუცლის პრესის ვარჯიში. ყოველი ტუალეტის შემდეგ უკანა ტანი გრილი წყლით ჩაიბანეთ. ფიტოთერაპევტები ყაბზობის სამკურნალოდ გვთავაზობენ ასეთ რეცეპტს: კარტოფილის ახალგამოწურულ წვენს დაასხით იმავე რაოდენობით წყალი. სვით ეს ნარევი 1/4 ჭიქა 3-ჯერ დღეში, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. კარგია კამის თესლის, პიტნის ფოთლების და კატაბალახას ფესვების ნარევის ნაყენიც. აუცილებლად უნდა მიმართოთ პროქტოლოგს.