რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
-გამარჯობა, ბავშვი იყო 2 კვირის, როდესაც გულის გამოკვლევის შედეგად დაუსვეს დიაგნოზი: პარკუჭთა შუა ძგიდის დეფექტი 3 მმ, კარდიოლოგთან ჯერ არ მიმიყვანია, ოჯახის ექიმმა მითხრა 1 წლის ასაკში გადაამოწმეო, ახლა ბავშვი არის 6 თვის, გარეგნულად არაფერი ეტყობა, შუილიც მიუსუსტდა, მითხრეს 3მმ არ არის საგანგაშო და დახურვის შანსი არისო, მაინტერესებს რამდენად არის გამოჯანმრთელების შანსი..წინასწარ გიხდით მადლობას!
პასუხი
-პარკუჭთაშუა ძგიდის მცირე დეფექტის დროს ხდება მცირე მოცულობის სისხლის გადასროლა მარცხნიდან მარჯვნივ, რაც პრაქტიკულად არ ცვლის ჰემოდინამიკას და, შესაბამისად, არც კლინიკურ სურათს აყალიბებს. ის შესაძლოა სპონტანურად დაიხუროს როგორც ბავშვობისა და მოზარდობის, ისე მოწიფულ ასაკში. საჭიროა დინამიკაში კონტროლი.