რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
-გამარჯობათ,მაინტერესებს ბავშვის გამოყვანიდან რამდენ ხანში შეილება მისი ბანაობა?მანამდე რით წმინდავენ ხოლმე?და ჭიპის დამუშავებაც მაინტერესებს როგორ ხდება
პასუხი
-ბავშვის დაბანა სამშობიაროდან გამოწერისთანავე შეიძლება. 6 თვემდე ჩვილს დაბანა ყოველდღე სჭირდება, ხოლო 6 თვის შემდეგ – დღეგამოშვებით. სასურველია ბავშვი ერთსა და იმავე დროს, კვებამდე დაბანოთ. წყლის სასურველი ტემპერატურაა 36-36,5ºC, ჰაერისა - არანაკლებ 22-25ºC. საპნის ყოველდღიური გამოყენება რეკომენდებული არ არის – შესაძლოა, ჩვილს ნაზი კანი გამოუშრეს და აექერცლოს (ბავშვის დაბანა მხოლოდ ბავშვის საპნით ან სპეციალური გელით -ნეიტრალური pH ის მქონე დასაბანი გელით არის რეკომენდებული). წყალის უნდა ესხას, 3-4სმ.-ის სიმაღლეზე. თუ აბაზანის ფსკერზე რბილ საფენს დააფენთ, პატარა თავს უფრო კომფორტულად იგრძნობს ხშირად ნუ გამოიყენებთ ბალახის ნაყენსაც – ეს, ერთი მხრივ, ზრდის კანის სიმშრალის, ხოლო მეორე მხრივ – ალერგიული რეაქციების განვითარების რისკს. დაბანის შემდეგ ახალშობილი მაშინვე კარგად უნდა გამშრალდეს, შემოეხვიოს 2 საფენი, დაეხუროს ქუდი დაახლოებით 5-10 წთ-ში მას უნდა ჩააცვან და შეუცვალონ ქუდი. სველი ჭიპი სეფსისის ერთ-ერთი წინამორბედია. ჭიპის დამუშავება საჭიროა ჯერ 3%-იანი წყალბადის ზეჟანგით, მოძრაობით - შიგნიდან გარე მიმართულებით. შეგიძლიათ ჭიპში ჩააწვეთოთ ხსნარი და ნაზი მოძრაობით მოახვედროთ იგი ჭიპის ყველა წერტილზე, შემდეგ - 2%-იანი ბრილიანტის მწვანით