მაინტერესებს რა საფრთხის მომტანია ჯანმრთელობისთვის... | უროლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ნოემბერი 2020
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - უროლოგია

კატეგორია - უროლოგია

03-11-2012

-გამარჯობათ,მაინტერესებს რა საფრთხის მომტანია ჯანმრთელობისთვის ცისტისტის უმკურნალებლობა,რა გართულებებს შეიძლება ველოდო?2-3 კვირაა მაქვს ეს პრობლემა,წლების წინაც მქონდა და არც მაშინ ვიმკურნალე თავისით გამიარა გარკვეული დროის შემდეგ.რაიმე კავშირი შეიძლება ექნეს მომავალში შვილოსნობასთან?(მდედრობითი,24 წლის )გმადლობთ

პასუხი
-მწვავე ცისტიტი გადაიზრდება ქრონიკულში და დიდხანს გაგყვებათ, რაც უსიამოვნოდ აისახება თქვენს პირად და საზოგადოებრივ ცხოვრებაზე.
ასევე, ცისტიტის არაადექვატური მკურნალობა შესაძლოა გახდეს მიზეზი სერიოზული და შეუქცევადი პათოლოგიის. ხშირ გართულებას წარმოადგენს პიელონეფრიტი - თირკმლის ქსოვილის ანთება, რაც მნიშვნელოვნად არღვევს ამ ორგანოს ფუნქციას.
სერიოზული გართულებაა დაავადების ინტერსტიციალური ფორმა. რომლის დროსაც აღინიშნება ანთებითი პროცესის გავრცელება შარდის ბუშტის როგორც ზედაპირზე, ისე სისქეში, დაავადება ვრცელდება კუნთოვან შრეში და იწვევს ორგანოს ნაწიბუროვან დაზიანებას, მსგავსი მდგომარეობა უკვე მკურნალობას არ ემორჩილება და პრაქტიკულად ადამიანის ინვალიდობას იწვევს.
ცისტიტი ორსულობის უკუჩვენება არ არის. მაგრამ ორსულობისას ირღვევა შარდის გამოყოფა, რამაც შესაძლოა ცისტიტის პროვოცირება მოახიდნოს. პიელონეფრიტი ძალზედ ხშირია ორსულობის დროს და აღენიშნება ორსულთა 6 – 10%. პიელონეფრიტის ალბათობა მატულობს თუ ორსულს გადატანილი აქვს საშარდე გზების ინფექცია.სირთულეს ამ დროს ის ქმნის, რომ ორსულისათვის არ შეიძლება ყველანაირი ანტიბაქტერიული პრეპარატის დანიშვნა და ექიმი იძულებულია შეზღუდული არსენალით იმოქმედოს.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
შაქარი და ცხიმები წარმოადგენს ძირითად საწვავს, რომელიც კვებავს სხეულის თითოეულ უჯრედს.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად