შეგიდლიათ მიპასუხოთ რა გავლენას ახდენს ინფრაწითEლი... | რჩევები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - რჩევები

კატეგორია - რჩევები

03-11-2012

-შეგიდლიათ მიპასუხოთ რა გავლენას ახდენს ინფრაწითEლი გამათბობელიადამიანზე?რომელიც აგრეთვე გამოიმუშავებს უარყოფითიონებსო და ტქვენ ხომ ვერ დამეხმარებოდით?!მეტ კონკრეტულობისთვის გამოგიგზავნიტ ლინკს..,http://www...ან ინფრაწიტელი ნატურები..,კატეგორია არვიცი რა მივუტიტო.., ცინასწარ გიხდით მადლობას..,

პასუხი
-დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ ჩატარებულმა გამოკვლევებმა დაადასტურა, რომ ინფრაწითელი გამათბობლების სითბური სპექტრი, რომელიც გათბობისთვის გამოიყენება, ადამიანისთვის უვნებელია. კონვექტორული გამათბობლები (ასეთია ჩვენში გავრცელებული "კარმა", "ნიკალა", "ლონგვი", "ადონისი", "კერა", "ვულკანი" და სხვა) ჯერ ჰაერს ათბობს, ხოლო შემდეგ, გამთბარი ჰაერის საშუალებით, საგნებს. გრძელტალღიანი ინფრაწითელი გამათბობლების გამოყენებისას კი თავდაპირველად საგნები თბება, ხოლო შემდეგ სითბო ჰაერს გადაეცემა. თბილი ჰაერი ბუნებრივად ზემოთ ადის, ხოლო ცივი ქვემოთ ეშვება. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ კონვექტორული გათბობისას ტემპერატურული სხვაობა ყოველ მეტრზე დაახლოებით 1,7-2,5 გრადუსია. ეს განსაკუთრებით მოუხერხებელია კოტეჯების, აგრეთვე მრავალსართულიანი კორპუსების პირველი სართულებისა და ნახევრადსარდაფების გასათბობად. ამ დროს იატაკსა და ჭერს შორის ტემპერატურული სხვაობა 6-7 გრადუსს აღწევს.  ინფრაწითელი გამათბობლების გამოყენებისას ტემპერატურა იატაკთან ახლოს უფრო მეტია, ვიდრე ჭერთან, ხოლო ტემპერატურული სხვაობა ყოველ მეტრზე დაახლოებით 0,3 გრადუსია. ამ პირობებში კომფორტული ტემპერატურა 1,5 მეტრზე შეიძლება ჯანმრთელობისთვის ზიანის მიუყენებლად 2-3 გრადუსით დავწიოთ, რადგან იატაკის ტემპერატურა 18-19 გრადუსი იქნება. სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ ინფრაწითელი გამათბობლების ძირითადი დანიშნულება იმ ფართო, მაღალჭერიანი შენობების გათბობაა, სადაც ცუდი თბოიზოლაციაა. წესისამებრ, ასეთია ქარხნის კორპუსები, საწყობები, ავტობაზები, სპორტული, საკონცერტო და საგამოფენო დარბაზები... ასეთ შენობებში ინფრაწითელი გამათბობლის გამოყენებისას ელექტროენერგიის ეკონომია 80%-ს აღწევს.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად