ვარ 20 წლის , ღიპის პრობლემას არ განვიცდი მაგრამ მ... | ფიტნესი და სპორტი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ფიტნესი და სპორტი

კატეგორია - ფიტნესი და სპორტი

03-11-2012

-ვარ 20 წლის , ღიპის პრობლემას არ განვიცდი მაგრამ მინდა დავიყენო ლამაზი მუცლის პრესი ყოვლედღე ივლისიდან მოყოლებული ვაკეთებ 600 პრესამდე, ჩვეულებრივ გასწორებულ მდგომარეობაში, მაგრამ შედეგი მხოლოდ არის ზედა პრესზე, ხოლო ჭიპის ადგილზე ისევ რჩება ცხიმ გროვა იქნებ მირჩიოთ რა სახის ვარჯიშით შევებრძოლო ამ ცხიმ გროვას, დიდი მადლობა წინასწარ.

პასუხი
- შემოგთავაზებთ ვარჯიშებს
მუცლის პრესის ვარჯიში 1:
დაწექით იატაკზე, ფეხები მუხლებში მაქსიმალურად მოხარეთ (ქუსლებით თითქმის დუნდულა კუნთებს უნდა ეხებოდეთ). კარგი იქნება, თუ ვინმე ფეხებს გაგიმაგრებთ, რომ ვარჯიშის შესრულების დროს ფეხები იატაკს არ მოშორდეს. თუ ამის საშუალება არ გაქვთ, მაშინ ფეხები შეგიძლიათ დივნის ან სავარძლის ქვეშ გაამაგროთ. თითებგადაჯვარედინებული ხელები თავქვეშ ამიდეთ. ახლა შეეცადეთ იდაყვებით მუხლებს შეეხოთ. ეს ვარჯიში კარგ შედეგს იძლევა ზედა პრესისთვის, მაგრამ შეიძლება მისი მოდიფიცირება გვერდითი კუნთების გასამაგრებლად, ამისათვის მარცხენა იდაყვით შეეხეთ მარჯვენა მუხლს, შემდეგ მარჯვენა იდაყვით- მარცხენა მუხლს. თავდაპირველად 30-30 ვარჯიში შეასრულეთ შუა და გვერდითი კუნთებისთვის (შემდეგ თანდათანობით მოუმატეთ), თანაც შეეცადეთ, რაც შეიძლება სწრაფად შეასრულოთ ვარჯიშები. იდეალურ ვარიანტში 50 ვარჯიში სრულდება 1 წუთში.
მუცლის პრესის ვარჯიში 2:
დაწექით იატაკზე და ერთდროულად აწიეთ ხელები და ფეხები, თან შეეცადეთ ხელის თითებით ფეხის თითებს, შეეხოთ. გაიმეორეთ ეს ვარჯიში მინიმუმ 20-ჯერ, თან გახსოვდეთ, რომ ამ ვარჯიშის შესრულება საჭიროა სწრაფად. ასე თქვენ გაიმაგრებთ ქვედა და გარკვეულწილად ზედა პრესს.
მუცლის პრესის ვარჯიში 3:
ეს ვარჯიში სასარგებლოა ზედა პრესისთვის. მისი შესრულების დროსაც პირველი ვარჯიშის მსგავსად თითებგადაჯვარედინებული ხელები ამოიდეთ თავქვეშ. შემდეგ ნელ-ნელა მოაშორეთ ზურგი იატაკს. არ არის აუცილებელი ზურგის მთლიანად აწევა, საკმარისია, ზედა ნაწილის წამოწევა. ეს ვარჯიში გაიმეორეთ 15-20-ჯერ, მზის წნულის არეში მსუბუქი ტკივილის შეგრძნებამდე. ეს ვარჯიშები უნდა შესრულდეს ყოველდღე, ორი კვირის შემდეგ უკვე შედეგს ნახავთ.
თუმცა საბოლოო მიზნის (ლამაზი მუცელი) მისაღწევად კვებასაც უნდა მიექცეს ყურადღება. მნიშვნელოვანია ცხიმებისა და ცომეულის შეზღუდვა და აქტიური ცხოვრების წესი.
ასევე გაითვალისწინეთ, რომ ე.წ. ღიპის მიზეზი ძალიან ხშირად არის ხოლმე კუჭ-ნაწლავის ფუნქციური დარღვევები - შეკრულობა, გაზები. ამიტომ, თუ მსგავსი პრობლემები გაწუხებთ, აუცილებლად მიმართეთ გასტროენტეროლოგს.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად