რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
-რამდენი კბილი უნდა ჰქონდეს 3 წლის ბავშვს?ჩემს შვილს აქვს 20 კბილი უკან კიდევ არის ცარიელი ადგილი დარჩენილი? შესაძლებელია თუ არა ამ ასაკში ამოვიდეს უკანა კბილები.
პასუხი
-რა თქმა უნდა, ეს ნორმალური მდგომარეობაა. 2-2,5 წლის ბავშვს უკვე აქვს ყველა (20) სარძევე კბილი. მუდმივი კბილების ამოჭრა 6 წლის ასაკიდან იწყება და 14 წლამდე გრძელდება. სიბრძნის კბილები კიდევ უფრო გვიან - 17-20 წლის ასაკში ამოიჭრება, თუმცა ზოგჯერ 40 წლამდეც იგვიანებს და არც ის არის გამორიცხული, სრულიად არ ამოიჭრას. პირველად 6-დან 7 წლამდე ამოიჭრება პირველი დიდი ძირითადი კბილები. 7-დან 9 წლამდე - საჭრელი კბილები (პირველად - შუა საჭრელები); 9-დან 11 წლამდე - პირველი მცირე ძირითადი კბილები; 11-დან 13 წლამდე - მეორე მცირე ძირითადი კბილები; 12-დან 14 წლამდე - ეშვები; 12-დან 13 წლამდე - მეორე დიდი ძირითადი კბილები; 17-20 წლამდე - მესამე დიდი ძირითადი კბილები. პირველი დიდი ძირითადი კბილის ამოჭრა ფრიად მნიშვნელოვანია, ამის შემდგომ იწყება სარძევე კბილების მუდმივით თანდათანობითი შეცვლა.