-პირის სიმშრალის მიზეზი ბერი რამ შეიძლება ბევრი რამ იყოს:
• ინტოქსიკაცია - მაგ. წინა ღამით მიღებული ალკოჰოლის ფონზე
• სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემები
• თამბაქო
• მარილიანი საკვები
• დაავადებები - თუკი პირის სიმშრალე ხანგრძლივად გრძელდება, უნდა ეჩვენოთ ექიმს - შესაძლებელია ეს იყოს რაიმე დაავადების სიმპტომი (ზოგჯერ ერთადერთიც კი). ჩვეულებრივ სანერწყვე ჯირკვლების ფუნქციის დაქვეითება თან ახლავს სანერწყვე ჯირკვლების დაზიანებას - ანთებას, , და ა.შ.
• ასაკი
• მედიკამენტების მიღება - პირის ღრუს ლორწოვანის გაშრობა შეუძლია ასობით პრეპარატს, რომლებიც გამოიყენება კუჭ-ნაწლავის ტრაქტისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, დეპრესიის და სხვა ფსიქიკური დარღვევების, ალერგიის, ინფექციების და სხვა მდგომარეობების დროს.
თუკი პირის სიმშრალესთან ერთად გვაქვს გულისრევა, პირღებინება, ტემპერატურის მომატება, კანზე გამონაყარი, უნდა სასწრაფოდ მივმართოთ ექიმს.
სხვა შემტხვევაში კი ნერწყვის გამოყოფის გასაუმჯობესებლად გირჩვეთ:
• გავწუწნოთ უშაქრო გასაწუწნი აბი ან დავღეჭოთ უშაქრო საღეჭი რეზინი;
• მივიღოთ საკმარისი რაოდენობის სითხე, თავი შევიკავოთ ზედმეტად მარილიანი და ტკბილი საკვებისაგან;
• დავიცვათ პირის ღრუს ჰიგიენა: დღეში ორჯერ გავიწმინდოთ კბილები ფტორშემცველი პასტით და გამოვიყენოთ პირის ღრუს სავლები ხსნარები;
• შეძლებისდაგვარად, ვისუნთქოთ ცხვირით, ადენოიდების არსებობისას ან ხვრინვის დროს კი;
• მივაკითხოთ ოტოლარინგოლოგს;
• გამოვიყენოთ ჰაერის დამატენიანებელი;
• უარი ვთქვათ თამბაქოს მოხმარებაზე.