ვარ 22 წლის მამაკაცი მაქვს ცხიმიანი კანი განსაკუთ... | დერმატოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - დერმატოლოგია

კატეგორია - დერმატოლოგია

02-11-2012

-გამარჯობა ვარ 22 წლის მამაკაცი მაქვს ცხიმიანი კანი განსაკუთრებით თავის არეში, მცვივა თმები და ვიცი რომ დერმატოლოგს უნდა მივმართო მაგრამ იქნებ მირჩიოთ ან საკურნალო მცენარე ან რაიმე სხვა საშუალება მადლობა წინასწარ

პასუხი
-უნდა გითხრათ, რომ თმების ზედმეტად გაცხიმიანება გამოწვეულია თავის კანში მოთავსებული ცხიმის ჯირკვლების გაძლიერებული მუშაობით, რაც შეიძლება გამოიწვიოს საჭმლის მონელების, ჰორმონალურმა დარღვევამ, არასწორმა კვებამ და სხვა. ცხიმიანი თმა შეიძლება გახდეს თმის ინტენსიური ცვენის მიზეზი.
ცხიმიანი თმის დაბანა ძალიან ცხელი წყლით არ შეიძლება, რადგან უფრო გაძლიერდება ცხიმის ჯირკვლების მუშაობა. დღეს გაყიდვაში არის სხვადასხვა ფირმის, სხვადასხვა ფასის, სხვადასხვა ტიპის თმის მოვლის საშუალებები. თქვენ უნდა შეიძინოთ შამპუნი, რომელსაც ეტიკეტზე ეწერება "განკუთვნილია ცხიმიანი თმისთვის". გარდა ამისა, რამოდენიმე რჩევას შემოგთავაზებთ ცხიმიანი თმების მოსავლელად:
>ლიმონის წვენით გაიწმინდეთ თავის ცხიმიანი კანი. ეს საშუალება აშრობს და აცილებს ცხიმს.
> 2 ს.კ. ლიმონის წვენს შურიეთ 1/2 ჭიქა არაყი და დღეგამოშვებით გაიწმინდეთ ცხიმიანი თმა.
>დაბანამდე 2-3 საათით ადრე ცხიმიან თმაში შეიზილეთ ალოეს წვენი. >დაბანამდე 1 საათით ადრე თმის ძირებში შეიზილეთ დაფნის ფოთლების ნაყენი. შეიძლება დაფნის ფოთლების სპირტიანი ნაყენის დღეგამოშვებით გამოყენებაც. >კარგია ცხიმიანი თმებისთვის კვერცხის გული, რადგნ იგი შეიცავს ქოლესტერინს, რომელიც ამცირებს ცხიმის გამოყოფას. კვერცხის გულში შეურიეთ თითო-თითო ჩაის კოვზი სპირტი და წყალი. პირველი ჩამობანის შემდეგ თავის კანში შეიზილეთ ეს სითხე და გიჩერეთ 10 წთ. შემდეგ ჩამოიბანეთ.
>1-2 კვერცხის ცილა კარგად ათქვიფეთ, შეიზილეთ თავის კანში და გაიჩერთ თავზე გახმობამდე. შემდეგ ჩამოიბანეთ თავი ჩვეულებრივად. >3 სუფრის კოვზი მუხის ქერქი ადუღეთ 1 ლ წყალში 15 წუთი. დაუმატეთ ჭინჭრის ნაყენი და დაბანის შემდეგ გადაივლეთ თავზე, თან შეიზილეთ თმის ძირებში.
ცხიმოვანი ქერტლის დროს სასურველია შამპუნი შეიცავდეს კეროტილს, სალიცილის მჟავას.
დამატებითი რჩევები შეგიძლიათ მიიღოთ ჩვენი ვებ გვერდიდან „როგორ მოვუაროთ ცხიმიან თმას“,
http://mkurnali.ambebi.ge/kosmetologia/3169-rogor-movuaroth-ckhimian-thmas.html
რჩევების გათვალისწინების არაეფქტურობის შემთხვევაში მიმართეთ ტრიქოლოგს.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად