რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
-გამარჯობათ, ვარ 38 კვირის, ეს ბოლო დღეებია ფეხები და ხელის თითები მისივდება, განსაკუთრებით მარჯვენა, ასევე ხშირად მიბუჟდება მარცხენა ფეხი. მითხრეს, რომ ამ პერიოდში იცის ასე, მაგრამ მაინც ვნერვიულობ. იქნებ მირჩიოთ რამე?
პასუხი
- ორსულთა შეშუპება კლინიკურად გამოვლინდება კიდურების შესიებით, შემთხვევათა 5%-ში შეშუპება თირკმლისმიერი გენეზისაა, ხოლო 95% ჰიპოპროტეინემიითაა გამოწვეული (სისხლში ცილის შემცველობის ნაკლებობა). ამ დროს სითხე გროვდება კანქვეშა ქსოვილში. მის მიზეზს სისხლძარღვთა განვლადობის მატება განაპირობებს. ასევე შეშუპების მიზეზად ითვლება ნაყოფის ზეწოლა მუცლის ღრუს მსხვილ სისხლძარღვებზე, რომელიც იხსნება პროფილაქტიკური ღონისძიებების გატარებით (დღის განმავლობაში 5-6 სთ-ით მარცხენა გვერდზე წოლა). აუცილებელია დიეტის დაცვა. ანალიზებიდან კოაგულოგრამა, შარდის საერთო ანალიზი.