ძალიან გთხოვთ მიპასუხოთ, წინასწარ მადლობა. პრობლე... | გასტროენტეროლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - გასტროენტეროლოგია
02-11-2012

- ძალიან გთხოვთ მიპასუხოთ, წინასწარ მადლობა. პრობლემები მაქვს კუჭნაწლავთან დაკავშირებით-კერძოდ გავიკეთე გამოკვლევა,დამალევინეს სპეციალური ფაფა და დასკვნა შემდეგია--საყლაპავი უცვლელად,კუჭი იშლება ჰიპოტონურად,უზმოზე აღინიშნება სეკრეტი ჭარბად,ლორწოვანი გარსის რელიეფი შემსხვილებულია,სცილდება(რაღაც წერია გაურკვევლად იმას) 5-6 სანტიმეტრით ქვედა კონტურით,პერისტატიკა გამოხატულია ორივე სიმ-დეზე,გადასვლა კუჭიდან წარმოებს მცირე ულუფებით და ხანგრძლივი ინტერვალებით,კუჭი დაიცალა(სპეციალური აფფისგან)4საათში,გავსებულია ცვრილი ნაწლავის მაიყუუები თანაბრად,....მეორე დღეს-24საათის შემდეგ-გავსებულა მსხვილი ნაწლავი მთელ სიგრძეზე არათანაბრად,დასწვრივი კოლინჯის არეში აღინიშნება აირები ჭარბად,პ-თ მტკივნეულია. ბოდიში ამხელა ტექსტისთვის,მაგრამ ვარ ახალი გათხოვილი,მეუღლე და მე ვმკურნალობთ ციტომეგალო ვირუსზე და ტოქსოპლაზმოზზე,შეძლება თუ არა ეს ვირუსების ბრალი იყოს?ექიმმა მხოლოდ არკოგაზი გამომიწერა და იმის მერე ტკივილი კოლინჯის არეში არ მქონია ,მაგრამ პირის ღრუდან სუნი მუდმივად მაქვს რაც კბილების ბრალი ნამდვილად არაა,მაქვს შებერილობა უზომოდ საშინელ დღეში ვარ,ამ მდგომარეობაში ორსულობაც გამორიცხულია.რას მირცევთ მივიღო?აქ წერია პასუხი ანალიზის და დამეხმარეთ,აღარც იმის სახსრები დაგვრცა ექიმთან ისევ მივიდეთ.მადლობა და ბოდიში დიდი ტექსტისთვის

პასუხი
პასუხობს: სამკურნალო დიაგნოსტიკური ცენტრების ,,ჯანმრთელობის სახლის", "MEDICAL HOUSE"-ის ,,ნეოკლინიკისა" და  ,,ელიტა მედის"  წამყვანი სპეციალისტი, ექიმი-გასტროენტეროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ირაკლი ხმალაძე

-მინდა ვთქვა, რომ ამ პაციენტის დიაგნოზი ასე ჩამოვაყალიბოთ: კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ქრონიკული ანთება გამწვავების ფაზაში, ანუ კითხვაში მოცემული ყველა მონაცემი სრულიად ჯდება ამ დიაგნოზში. პირის ღრუში უსიამოვნო სუნისა და გემოს არსებობა რეფლუქსის ტიპის დაავადებაზე მიუთითებს, რაც იმას ნიშნავს, რომ (არასამედიცინო ტერმინოლოგიით რომ ვთქვათ) კუჭის თავი და ბოლო არ იხურება ანთებითი პროცესის არსებობის გამო, შესაბამისად, ნაღვლის წვენი ხვდება კუჭში, აზიანებს მის ლორწოვანს, რითაც კიდევ უფრო ამწვავებს ანთებით პროცესს, ერევა კუჭის წვენს (ანუ პრაქტიკულად მარილმჟავას) და ამოდის საყლაპავში, რომელსაც კუჭის კედლებისაგან განსხვავებით ასეთი დაცვა (ლორწოვანს ვგულისხმობ, სხვა შემთხვევაში კუჭი თავის თავს მოინელებდა!) არ გააჩნია, აზიანებს მასაც (იწვევს ე.წ. ეზოფაგიტს). ეს სუბსტანცია აღნიშნული პათოლოგიური პროცესის უყურადღებოდ დატოვების შემთხვევაში შესაძლოა სასუნთქ სისტემაშიც კი მოხვდეს და უმძიმესი გართულებები გამოიწვიოს.
რაც შეეხება მუცლის შებერილობასა და მეტეორიზმს (გაზებს) ესეც დისბიოზის (დისბაქტერიოზის) ფონზე მიმდინარე ქრ. ანთებით პროცესზე მიუთითებს, ანუ საკვების არასწორად მონელების გამო წინა პლანზე გამოდის ე.წ. ლპობითი პროცესები, რომელთა დროსაც გამოყოფილი აირები ზემოაღნიშნული დისკომფორტისა და ჩივილების მიზეზი ხდებიან.
ანუ პაციენტი საჭიროებს კვალიფიციური გასტროენტეროლოგის კონსულტაციასა და ადექვატურ, კომპლექსურ მკურნალობას.

კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად