მეკელის დივერტიკული გახლავთ ნაწლავის კედლის მცირე ზომის გამობერილობა, რომელიც, ჩვეულებრივ, მოთავსებულია მუცლის ღრუს ქვედა მარჯვენა ნახევარში, აპენდიქსის მახლობლად. გაურთულებელი დივერტიკული მიმდინარეობს უსიმპტომოდ. ზოგჯერ პირველი სიმპტომია სისხლდენა ნაწლავიდან, რომლის წყაროა კუჭის ექტოპირებული ლორწოვანი გარსის დაწყლულება. დივერტიკულის ანთება და მისი გახვრეტა აპენდიციტის მსგავს კლინიკურ ნიშნებს იძლევა. ამასთან ოპერაციამდელი დიაგნოსტიკა პრაქტიკულად შეუძლებელია. ამიტომ მწვავე აპენდიციტის კლინიკური სურათის შეუსაბამობისას, რომელიც ვლინდება აპენდექტომიის დროს, ჭიისებრი წანაზარდის ცვლილებებთან, აუცილებელია თეძოს ნაწლავის რევიზია.
მეკელის დიაგნოსტირების მიზნით ტარდბა სცინტიგრაფია ტექნეციუმით და ინფორმაციულია.