რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
-გამარჯობათ , მაინტერესებს მკერდის თავებზე თმის ამოსვლას ქალში რა დარღვევა შეიძლება იწვევდეს და არის თუ არა ეს აუცილებლად რაიმე პუნქციის დარღვევის მანიშნებელი? გმადლობთ წინასწარ...
პასუხი
-ამ ტიპის ჭარბთმიანობის დროს გოგონამ უნდა მიმართოს გინეკოლოგ -ენდოკრინოლოგს ან ენდოკრინოლოგს, რადგან ასეთი თმიანობა ქალებში მამაკაცური ჰორმონების ჭარბად გამოყოფასთან და ქალური ჰორმონების დეფიციტთანაა დაკავშირებული. თუ ეს დადასტურდა, მაშინ საჭირო გახდება შესაბამისი მკურნალობის ჩატარება, რადგან სანამ არ მოწესრიგდება ჰორმონული ბალანსი ორგანიზმში, თმიანობა არ მოიკლებს. გოგონებმა ჭარბთმიანობის დროს უნდა შეიმოწმონ საკვერცხეების და ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია და გაიკეთონ ანალიზი ტესტოსტერონზე. აღსანიშნავია, რომ ზოგჯერ მომატებულ თმიანობას გენეტიკური ხასიათიც აქვს. არის შემთხვევები, როცა ჭარბთმიანობის მიზეზი უცნობი რჩება. თუ ანდროგენების დონე ნორმალურია, მენსტრუაციაც ყოველგვარი დარღვევის გარეშე მიმდინარეობს და თითქოს არც სხვა პათოლოგიური ცვლილებები შეინიშნება ამ მდგომარეობას იდიოპათიურ ჰირსუტიზმს უწოდებენ. ასეთ შემთხვევაში თმების მოშორების ერთადერთი საშუალება ეპილაციაა.