რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
-მოგესალმებით... ორი კვირის წინ ვიმშობიარე, და საშინლად მაწუხებს ბუასილი... ამიტომ ჰემოროლის სანთელი გავიკეთე.. ბავშვი ძუძუზე მყავს.. ძალიან გთხოვთ იქნებ მითხრათ ბავშვისთვის საშიში ხომ არაფერია სანთელი რომ გავიკეთე?
პასუხი
-ეს პათოლოგია მშობიარობის დროს, წესისამებრ, მწვავდება. უნდა მოიწესრიგოთ კვების რაციონი - შეიტანეთ მენიუში მეტი ხილი და ბოსტნეული (ცოცხალი და მოხარშული სახით), კომპოტები, წვნიანები. მიირთვით წიწიბურა, შვრია, რძემჟავა პროდუქტები, ზეთიანი სალათები, შავი პური. ნუ მიირთმევთ მაგარ ჩაის, თეთრ პურს, ნიგვზიანს, ბარდეულს. ძალიან კარგ შედეგს იძლევა ფიზიკური ვარჯიში, განსაკუთრებით - მუცლის პრესის ვარჯიში. ფიტოთერაპევტები ყაბზობის სამკურნალოდ გვთავაზობენ ასეთ რეცეპტს: კარტოფილის ახალგამოწურულ წვენს დაასხით იმავე რაოდენობით წყალი. სვით ეს ნარევი 1/4 ჭიქა 3-ჯერ დღეში, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. კარგია კამის თესლის, პიტნის ფოთლების და კატაბალახას ფესვების ნარევის ნაყენიც. თუ ორ დღეზე მეტ ხანს არ გექნებათ კუჭის მოქმედება, აუცილებლად გაიკეთეთ გამწმენდი ოყნა. ბუასილთან დაკავშირებით კი აუცილებლად მიმართეთ პროქტოლოგს. რაც შეეხება სანთლებს, უნდა გაეცნოთ მედიკამენტის ანორაციას, მწარმოებელი ყოველთვის მიუთითებს დასაშვებია თუარა პრეპარატის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.