თვალების ქვეშ მაქვს წვრილი ხაზებივით, არ ვიცი ზუსტ... | კოსმეტოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - კოსმეტოლოგია

კატეგორია - კოსმეტოლოგია

01-11-2012

-გამარჯობათ,თვალების ქვეშ მაქვს წვრილი ხაზებივით, არ ვიცი ზუსტად, მაგრამ მგონი ბატის თათებს ეძახიან მაგას, ვფიქრობ რომ ეს ტონალური კრემის ყოველდღიურმა გამოყენებამ გამოიწვია, ძალიან გთხოვთ მიპასუხოთ, შესაძლებელია თუ არა ამ ხაზების გაქრობა, წინასწარ გიხდით მადლობას

პასუხი
-არსებობს სპეციალური ნაოჭების საწინააღმდეგო კრემები, მათ შერჩევაში დაგეხმარებათ კოსმეტოლოგი. არსებობს ნაოჭების საწინააღმდეგო კოსმეტოლოგიური პროცედურები (მასაჟი, მეზოთერაპია და სხვა) რაც ძალზედ ეფექტურია. გირჩევთ, წაიკითხოთ ჩვენს საიტზე ლალი ჩხიკვაძის ინტერვიუ ექიმი კოსმეტოლოგ, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატ თამარ ბეჭვაიასთან "როგორ დავამარცხოთ პირველი ნაოჭები". ჩვენი მხრიდან რამდენიმე რჩვეას მოგცემთ ხალხური მედიცინიდან. თვალების ირგვლივ ნაოჭების წინააღმდეგ ასეთ საშუალებებს გირჩვეთ:
>საბავშვო კრემს შეურიეთ ზეთოვანი A და E ვიტამინი (თითო-თითო ამპულა) და წაისვათ ნაოჭების ირგვლივ 2-ჯერ დღეში.
>თვალების ირგვლივ კანის დასატენიანებლად და შესაბამისად, ნაოჭების წინააღდეგ კარგი საშუალებაა ალოეს წვენი. მოწყვიტეთ ალოეს ფოთოლი, გამოწურეთ ცოტაოდენი წვენი და წაისვით თვალების ირგვლის კანზე (თვალში არ უნდა მოგხვდეთ).
>ასევე ეფექტურია თითო-თითო სუფრის კოვზი - ზეთოვანი E ვიტამინის, კაკაოსა და ქაცვის ზეთის ნარევი. ეს მასა წაისვით ქვედა თუთუთოსა და თვალის კუთხეში (ნაოჭების არეში) და ზედ დაიფარეთ სპეციალური გასანთლულ (ე.წ. პერგამენტის) ქაღალდი, 15 წუთის შემდეგ მოიშორეთ ქაღალდი და ზედმეტი ცხიმი შეიშრეთ ხელსახოცით (არ მოიწმინდოთ). ეს ნიღაბი გაიკეთეთ კვირაში 2-ჯერ დაძინებამდე 2 საათით ადრე.
>50 მლ ზეითუნის ზეთი და 10 მლ ზეთოვანი E ვიტამინი აურიეთ, ნარევი წაისვით მსუბუქი დარტყმითი მოძრაობებით ნაოჭების არეში და გაიჩერეთ 5 წუთი, რის შემდეგაც ზედმეტი ცხიმი შეიშრეთ ხელსახოცით. ამ ნიღბის გაკეთება შეიძლება ყოველდღე, სასურველია, საღამოს.
>ხორბლის პურის გული დააქუცმაცეთ და გახსენით შემთბარ რძეში, მიღებული მასა აკურატულად დაიდეთ თვალების ირგვლივ და გაიჩერეთ 15 წუთი, შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
>აიღეთ თითო-თითო სუფრის კოვზი თაფლი და პურის ფქვილი, ათქვიფეთ ერთი კვერცხის ცილა და ყველაფერი აურიეთ ერთმანეთში. მიღებული მასა დაიდეთ თვალების ირგვლივ, გააჩერეთ, სანამ არ გახმება. შემდეგ ჩამოიბანეთ.
>გახეხეთ უმი კარტოფილი წვრილ სახეხზე და დაამატეთ მცირე რაოდენობით ნაღები. ეს ნარევი დაიდეთ თვალების ქვეშ 15 წუთით, ამ ხნის განმავლობაში გააკეთეთ ზედა ქუთუთოებისთვის ნიღაბი: დაასველეთ ბამბის ტამპონი ჩაის ნაყენში და დაიფარეთ ზედა ქუთუთოებზე.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად