რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
ოგამარჯობა! თუ შეგიდზლიათ მითხრათ რამდენად საშიშია ლიმფადენიტი და თუ არის საშიშროება სიმსივნეში გადაზრდის? კიდევ მაინტერესებს თუ შეიძლება ლიმფადენიტის განკურნება? ერთხელ უკვე ამოვიჭერი ჯირკვალი და კიდევ მჩირქდება იგივე ხელზე ოღონდ ოდნავ მოშორებით.
პასუხი
-ლიმფადენიტი ლიმფური კვანძების ანთებითი დაავადებაა. ის, ჩვეულებრივ, მეორეულია და ორგანიზმში მიმდინარე პირველადი ანთებითი პროცესის გართულებას წარმოადგენს. ლიმფადენიტს იწვევს სტრეპტოკოკები და სხვა პათოგენური მიკრობები. ხშირად ფლორა შერეული ხასიათისაა. ლიმფური კვანძების დაავადება მაშინ ვითარდება, როცა მიკროორგანიზმები, მათი ტოქსინები და დაშლის პროდუქტები პირველადი კერიდან ლიმფასთან ერთად აღწევენ ლიმფურ კვანძებში. მიკრობები შესაძლოა შეიჭრან ორგანიზმში დაზიანებული კანიდან, ლორწოვანი გარსიდან ან ჰემატოგენური (სისხლის) გზით. მეტის გასაგებად გადადით ბმულზე>>>http://mkurnali.ambebi.ge/enciklopedia.html?task=term&id=5006