! ძალიან გთხოვთ მირჩიეთ როგორ მოვიქცე , ვარ 18 წლი... | ფსიქოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

დეკემბერი 2020
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ფსიქოლოგია

კატეგორია - ფსიქოლოგია

01-11-2012

-გამარჯობათ! ძალიან გთხოვთ მირჩიეთ როგორ მოვიქცე , ვარ 18 წლის და შემიყვარდა 23 წლის ბიჭი რომელსაც ყავს ოჯახი და 2 შვილი...ჩემთანერთადაა 24 საათი სულ ერთად ვართ მსიამოვნებს მასთან ურთიერთობა და ასევე მეუბნება თვითონაც ეს ყველაფერი გრძელდებოდა 2-3 თვე ახლა მან მიმატოვა ასე ვთქვათ აგარც მწერს აგარც მკითხულობს დამეწყო საშინელი დეპრესია სულ მაგაზე ვფიქრობ.... როგორ მოვიქცე?? :(((

პასუხი

-ჩვენ გვსმის და გიგებთ, რომ შეგიყვარდათ, მაგრამ ცოლ-შვილიან კაცთან რომანის გაბმა არ არის მორალურად გამართლებული. მასთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. დიდია იმის ალბათობა, რომ ცოლი  არ მიატოვოს და ასეთ შემთხვევაში ძალიან გეტკინებათ გული. რომც მიატოვოს ცოლი, განა თქვენ იქნებით ბედნიერი სხვების უბედურების ხარჯზე? თქვენს რჩეულს არ შეუძლია ერთგულება! იგი ადრე ალბათ (და შეიძლება ახლაც), ისე როგორც თქვენ, ცოლსაც ეფიცებოდა სიყვარულს. ცოლადაც რომ მოგიყვანოთ დიდია იმის ალათობა, რომ სხვა ქალის მოწომების შემთვევაში ასევე ადვილად მიგატოვებთ თქვენც, რადგან მისთვის ერთგულება უცხოა. გვერწმუნეთ, ის თქვენი სიყვარულის ღირსი არ არის.  თუ მოინდომებთ აუცილებლად შეძლებთ მის დავიწყებას. თუ ძალიან გაგიჭირდებათ ამ დეპრესიული მდგომარბიდან გამოსვლა, მიმართეთ ფსიქოლოგს. ჩვენ რამდენიმე რჩევას მოგცემთ:

► პრობლემის აღიარება (რაც თქვენ უკვე შეძელით).

► არ მისცეთ საშუალება თქვენს თავს იფიქროთ არარსებულზე.

► გარემოს შეცვლამ შეიძლება გამოიწვიოს დიდი ცვლილებები ცხოვრებაში და თქვენი პრობლემები მოგეჩვენოთ უმნიშვნელო.

► აუცილებელია ფიზიკური ინტენსიური დატვირთვა, რაც დაძლევს აპატიას.

► არ მოსთხოვოთ საკუთარ თავს შეუძლებელი (არ დაისახოთ მიზნად ნებისმიერ ფასად მისი დაბრუნება), ეს  თვითშეფასების შემცირებას გამოიწვევს.

► შეცდომების ადეკვატურად მიღება (უარყოფით გამოცდილებას უფრო მეტი ფასი აქვს ვიდრე დადებითს).

► თავს არ უნდა მისცეთ განმარტოების საშუალება, მოინახულეთ საყვარელი ადამიანები.

თქვენ ძალიან ახალგაზრდა ბრძანდებით და აუცილებლად შეგხვდებათ და შეგიყვარდებათ ღირსეული ადამიანი.

თქვენ ძალინ ახალგაზრდა ბრძანდებით და აუცილებლად შეგხვდებათ და შეგიყვარდებათ ღირსეული ადამიანი.

კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
შაქარი და ცხიმები წარმოადგენს ძირითად საწვავს, რომელიც კვებავს სხეულის თითოეულ უჯრედს.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად