რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
-გამარჯობათ, ბავშვი არის ფენილკეტონურიიტ დაავადებული, ვიტარდება ჩვეულებრივ, მინდა მირჩიოთ რა ვიტამინები შეიძლება მივცე, ცოტა ლაპარაკი უჭირს. რა ასაკამდე უნდა დავიცვა დიეტა
პასუხი
-რაციონიდან უნდა გამოირიცხოს ხორცი, ფქვილის პროდუქტები, რძე, კვერცხი, ნიგოზი, ყველი, თევზი, შოკოლადი, ლობიო, კარტოფილი. ნებადართულია სიმინდი, უცილო პური, შაქარი, მცენარეული ზეთი. დიეტაში შედის თითქმის ყველა ხილი, ბოსტნეულიდან კომბოსტო, სტაფილო, ჭარხალი. აგრეთვე თაფლი. საკვების ხასიათი იცვლება ასაკის მიხედვით, ფენილალანინის რაოდენობის კონტროლის საფუძველზე. ამიტომ კონკრეტული დიეტის დასანიშნად მიმართეთ დიეტოლოგს და თქვენს ექიმს. გახსოვდეთ! თუ დიეტა ბავშვს დროულად ენიშნება, მას არავითარი პრობლემები არა აქვს. დროული დიეტა 100%-ით იძლევა ნორმალური ფიზიკური და ფსიქიკური განვითარების გარანტიას; მუდმივი დიეტა არის ბავშვის ნორმალური განვითარების გარანტია.