რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
-მოგესალმებით, ჩემი პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ძილის დროს, თუმცა არც ისე ხშირად , მაგრამ შეიძლება წელიწადში 5-6-ჯერ, მაქსიმუმ 10-ჯერ მაქვს შარდის შეუკავებლობა, ვარ 39 წლის ქალბატონი, მყავს ერთი შვილი და ასე ვარ მთელი ცხოვრება, მშობიარობის შემდეგ არანაირი გაუარესება არ შემიმჩნევია. გავეცანი ალეკო ხელაიას ინფორმაციას ,,შარდის შეუკავებლობა ქალებში" და გამიჭირდა ჩემი მდგომარეობის დაკავშირება იმ კონკრეტულ პრობლემებთან, რაც სტატიაშია, არ მქონია არასდროს ცისტიტი, დილიდან დაღამებამდე პრობლემა არ მაქვს მოთმენის, ხშირად სამსახურიდან მოსვლის შემდეგ მისარგებლია საპირფარეშოთი,თუმცა საკმარისია ტუალეტისკენ წავიდე და მაშინ უნდა ვიჩქარო რომ არ დამისველდეს საცვალი. ვიძაბები სტუმრად ღამის გათენებაზე. გთხოვთ დამეხმაროთ რა საშუალება შეიძლება ჩემს მდგომარეობაში, რომ ეს პრობლემა არ მქონდეს. წინასწარ მადლობა...
პასუხი
-უროლოგთან ვიზიტია საჭიროა, ონლაინ რეჟიმში, გამოკვლევუს გარეშე, მიზეზს ვერ დავადგენთ.