. მე და ჩემს მეუღლეს რამდენიმე კვირის წინ გაგვიჩდა... | რჩევები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივნისი 2021
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - რჩევები

კატეგორია - რჩევები

01-11-2012

-გამარჯობათ. მე და ჩემს მეუღლეს რამდენიმე კვირის წინ გაგვიჩდა პატარა, უკვე დიდი ხანია ვფიქრობთ რა არის თავის დაცვის ყველაზე უსაფრთხო საშუალება, ნორმალურ პასუხს ვერავისგან ვისმენთ, გადავწყვიტეთ თქვენთვის მოგვემართა იქნებ გვირჩიოთ რამე.

პასუხი
-თუ მეძუძური დედა ბრძანდებით, მაშინ ბუნებრივად ხართ დაცული ორსულობისაგან მხოლოდ მაშინ, თუ:
*ბავშვი იმყოფება მხოლოდ ძუძუთი კვებაზე (ანუ არ იღებს სხვა დამატებით საკვებს) და კვებათა შორის საჭირო ინტერვალები დაცულია (3-4 საათი დღისით და 6 საათი ღამით);
*ბავშვი 6 თვეზე ნაკლები ასაკისაა;
*ქალს მშობიარობის შემდეგ მენსტრუალური ციკლი არ აქვს აღდგენილი.
თუ სამივე პირობა დაცულია, მეთოდი ეფექტურად მუშაობს. თუ ერთ-ერთი პირობა მაინც დაირღვა, დაორსულების შანსი იზრდება და საჭიროა კონტრაცეპციის დამატებითი მეთოდის გამოყენება, ისეთის, რომელიც ხელს არ შეუშლის რძის გამომუშავებას.
კონტრაცეფციის მეთოდის შესარჩევად აუცილებელია გინეკოლოგს მიმართოთ. კონტრაცეპტივები ყველა ქალისთვის ინდივიდუალურად უნდა შეირჩეს. შერჩევა ხდება პაციენტის ასაკის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, პრეპარატის თავისებურებებისა და იმის გათვალისწინებით, თუ რომელი მეთოდია ქალისთვის უფრო მისაღები. კონტრაცეპტივების მიღებამდე ყველა ქალმა უნდა ჩაიტაროს საფუძვლიანი გამოკვლევა, რაც აუცილებელია პრეპარატების ზუსტად შერჩევისა და აქედან გამომდინარე, გართულებების თავიდან ასაცილებლად. მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე პრეპარატების გამოყენება ნაკლებ სახიფათოა, მაინც არსებობს მათ გამოყენებასთან დაკავშირებული სირთულეები. ამიტომ, ორალური კონტრაცეპტივების დანიშვნა უნდა მოხდეს ექიმის მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ და სპეციფიკური გამოკვლევების ჩატარების შემდეგ. ჩვენ მხოლოდ კონდომის ( პრეზერვატივის) გამოყენება შეიძლება გირჩიოთ.
გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
სადღეისოდ აღიარებულია, რომ მენოპაუზასთან დაკავშირებული მძიმე დარღვევების თავიდან აცილება შესაძლებელია სამი ძირითადი მექანიზმის ჩართვით:
ბრიტანეთის კვების სამეცნიერო-საკონსულტაციო კომიტეტი ტიპი 2 შაქრიან დიაბეტთან ბრძოლას გვირჩევს
უბრალოდ, უნდა ვიცოდეთ, რა რგებს ან რა ვნებს ხერხემალს და დასკვნები თვითონვე გამოვიტანოთ.
რამ შეიძლება დააზიანოს გულის კუნთი, თუ პაციეტს არასოდეს ჰქონია გულის დაავადება?
ადამიანის ორგანიზმში მოხვედრილ ლითონთაგან ტყვია ერთ-ერთი საშიშია.
ოთახის მცენარეები ცალსახად სასარგებლოა. განსაკუთრებით დიდი ფოთლებიანი მცენარეები ატენიანებენ ჰაერს.
ზღვის მარილის გამოყენების ყველაზე იოლი გზა მისი აბაზანის მიღებაა. ის ხსნის კუნთურ დაძაბულობას, ასუფთავებს ფორებს, არბილებს კანს და ამზადებს მას კოსმეტიკური პორცედურებისთვის.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად