ვარ 32 კვირის ორსული 73 კილო,ვიყავი დაორსულებამდე ... | ორსულობა - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აპრილი 2021

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ორსულობა

კატეგორია - ორსულობა

01-11-2012

-ვარ 32 კვირის ორსული 73 კილო,ვიყავი დაორსულებამდე 65 როგორ მაქვს მომატებული ბევრი თუ ცოტა და კიდევ რამდენს მოვიმატებ,ბავშვი არის კილო და რვაასი ნორმაა ეს?

პასუხი
-ნაყოფის წონა ნორმალურია.
I ტრიმესტრის მანძილზე წონა მცირედ იზრდება - საშუალოდ 900-1800გრამით;
II ტრიმესტრიდან წონის მატება ყოველკვირეულად შეადგენს 450გრამს და მთლიანი ტრიმესტრის ბოლოს - 5-8 კგ-ს;
III ტრიმესტრიდან წონის მატების დინამიკა შედარებით ნელდება და შეადგენს - 4-6 კგ-ს;
ორსულობის დროს მთლიანი წონის ნამატის ნორმალური მაჩვენებელია 12-14 კგ. თუ დავუბრუნდებით ათვლის წერტილს ანუ ორსულობამდე წონას, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ იყო თუ არა მაშინ წონის პრობლემა (სიჭარბე ან დეფიციტი), ამისთვის საჭიროა გამოითვალოს ე.წ. სხეულის მასის ინდექსი (BMI).
BMI = სხეულის მასა (კგ-ში)/სიმაღლე2 (მეტრებში) ინდექსის მიხედვით შესაძლოა ზუსტად ვიმსჯელოთ წონის ნორმალურ ციფრებზე:
16-ზე ნაკლები - ითვლება წონის გამოხატულ დეფიციტად
18-25 - ნორმალური მაჩვენებლებია
25-30 - სხეულის ჭარბი წონა (არ ითვლება სიმსუქნედ)
30-35 – I ხარისხის სიმსუქნე
35-40 – II ხარისხის სიმსუქნე
40-ზე მეტი - III ხარისხის სიმსუქნე.
თუ დაორსულებამდე თქვენი მასის ინდექსი ნორმის ფარგლებში ჯდება, ორსულობის დროს წონაში მატების ნორმალური მაჩვენებლებია - 12-14 კგ. თუ მასის ინდექსის მიხედვით (≥25) ფიქსირდებოდა ჭარბი წონა, ორსულობის დროს რეკომენდებული წონის ნამატია - 8-12 კგ. თუ ორსულობამდე ადგილი ჰქონდა წონის დეფიციტს (≤16), აუცილებელი ნამატი შეადგენს 14-18 კგ.
ორსულთა კვების პრინციპებზე გაეცანით ჩვენს ვებ გვერდზე ინტერვიუს „რა რგებს და რა ვნებს ორსულებსა და მეძუძურ დედებს“
http://mkurnali.ambebi.ge/dietologia/2833-ra-rgebs-da-ra-vnebs-orsulebsa-da-medzudzur-dedebs.html
გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
2020 წელს არაერთი კვლევა ჩატარდა და დადგინდა, რომ ზოგიერთი პრობიოტიკი, სასარგებლო ბაქტერია, ორგანიზმს წონის კლებაში ეხმარება.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციით, ადამიანმა თევზი კვირაში ორჯერ უნდა მიიღოს.
ონკოლოგებისათვის კარგად არის ცნობილი, რომ იმუნოთერაპიაზე შვეიცარიაში დიდ იმედებს ამყარებენ.
თუ მეხსიერების პრობლემები გაწუხებთ, გამოიყენეთ გინგკო ბილობა თქვენს სასარგებლოდ.
ძილი და მასთან დაკავშირებული პრობლემები მსოფლიო მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილს აწუხებს.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად