რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
-უნდა გკითხოთ თქვენი როგორც სპეციალისტის აზრი.. მაინტერესებს რატომ შეიძლება ნაყოფმა ზრდა შეწყვიტოს მესამე თვეში? კონკრეტულად რომ გითხრათ გინეკელოგმა თქვა რომ ნაყოფი არის 19მმ, არადა უნდა ყოფილიყო 2სმ-მდე... და მოუწია აბორტის გაკეთება..გთხოვთ მითხარით რა შეიძლება ყოფილიყო ზოგადად ამის მიზეზი? დიდი მადლობა წინასწარ პასუხისათვის..
პასუხი
- 1) ამის მიზეზი ხშირად მშობლების ქრომოსომული ანომალიებია. ამისათვის უნდა ჩაიტაროთ მედიკო-გენეტიკური კონსულტაცია. 2) პლაცენტაციის პროცესის დარღვევა: საშვილოსნო პლაცენტალური სისხლის მიმოქცევის მოშლა, პლაცენტის სისხლძარღვთა თრომბოზი, იშემია, დისტროფიული ცვლილებები, ნეკროზი(ხდება პათოლოგიური დაშლის პროდუქტებით ორგანიზმის ინტოქსიკაცია, ტემპერატურა სუბფებრიალურია). პლაცენტაციის პროცესის პათოლოგიურად მიმდინარეობის მიზეზი შეიძლება იყოს: ყვითელი სხეულის უკმარისობა, ანტიფოსფოლიპიდური სინდრომი, ჰიპოთირეოზი, თირეოტოქსიკოზი(ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგია). თირკმელზედა ჯირკვლის პათოლოგია, ინფექციები(ვირუსული, ბაქტერიული, პროტოზოული) მიმართეთ გინეკოლოგს, დაორსულებამდე ჩაიტარეთ კლინიკო-ლაბორატორიული გამოკვლევები.