ვარ 2 თვის გათხოვილი, სექსის დროს ვერანაირ სიამოვნ... | რჩევები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

დეკემბერი 2020
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - რჩევები

კატეგორია - რჩევები

01-11-2012

-გამარჯობათ,ვარ 2 თვის გათხოვილი, სექსის დროს ვერანაირ სიამოვნებას ვერ ვგრძნობ,პირიქით უსიამოვნო შეგრძნებაა,ტკივილსაც კი ვგრძნობ მიუხედავად იმისა რომ ქმარი ძალიან მიფრთხილდება.

პასუხი
-ასეთი რამ ახალგათხოვილ ქალებში ხშირია, რაც დროთა განმავლობაში გვარდება ხოლმე. მაგრამ თუ სქესობრივი ურთიერთობას ტკივილი ახლავს, შესაძლოა ეს მდგომარეობა ქმნიდეს ანორგაზმიის პირობას, ჩამოგითვლით იმ მიზეზებს, რომლებიც შეიძლება ქალებში სექსის დროს ტკივილს იწვევდეს:
1. დეფლორაცია - საქალწულე აპკის დარღვევა პირველი სქესობრივი აქტის დროს.
2. ვაგინიზმი - გარეთა სასქესო ორგანოების კუნთების სპაზმი მათი მომატებული მგრძნობელობის გამო. ვაგინიზმი ხშირად ვითარდება იმ ქალებში, რომელთაც პირველი სქესობრივი აქტის დროს ძლიერი ტკივივლი ჰქონდათ და ქვეცნობიერად დარჩათ შიში და უსიამოვნო განცდა, რომელიც ყოველი სქსობრივი კონტაქტის დროს იჩენს თავს კუნთების სპაზმის სახით. ეს ფსიქოლოგიური პრობლემა უფროა, ვიდრე გინეკოლოგიური. ასეთ დროს ტკივილის მიზეზი მამაკაცი კი არა, თავად ქალია, რომლის კუნთოვანი სისტემა მზადაა ტკივილისათვის. ქალმა უნდა შეძლოს ქვეცნობიერში დამალული მიზეზის აღმოჩენა და მისი დაძლევა. თუ ამას დამოუკიდებლად ვერ ახერხებს, ფსიქოლოგის დახმარებაა საჭირო.
3. საქალწულე აპკის არასრული დარღვევა - ზოგჯერ საქალწულე აპკი ისეთი აგებულებისაა, რომ მრავალჯერადი სქესობრივი აქტის დროსაც კი ვერ ხდება მისი მთლიანობის დარღვევა და მხოლოდ ნაწილობრივ იხევა. ასეთ შემთხვევაში ქალს სექსის დროს ტკივილი აქვს. მშობიარობის შემდეგ კი უკვე ირღვევა აპკის მთლიანობა და ტკივილებიც ქრება.
4. საშოს ლორწოვანის ანთება - ასეთ ანთებას ინფექციური პათოლოგიები იწვევს, ამიტომ კარგი იქნება ნაცხის ბაქტერიოლოგიური ანალიზი.
5. ანთების შემდგომ განვითარებული შეხორცებები.
6. მშობიარობის შემდგომი ნახეთქები, ტრავმები, ნაკერები.
7. ენდომეტრიოზი - მისი ძირითადი სიმპტომია ტკივილი, რომელიც ძლიერდება მენსტუაციის წინ და მენსტრუაციის დამთავრებისთანავე გაივლის. აგრეთვე ახასიათებს გამონადენი.
8. მენჯის ნერვების ნევრალგია.
9. ვენური შეგუბება - როცა სქესობრივი ცხოვრება არარეგულარულია, სასქესო ორგანოებისადმი სისხლი გამუდმებით მიედინება, უკუდინება კი არ ხდება, ამიტომ ქალს მუდმივად აქვს სიმძიმის შეგრძნება და ტკივილი სქესობრივი აქტის შემდეგ - ამის წამალი რეგულარული სქესობრივი თანაცხოვრებაა.
10. ბართოლონის სეკრეტის არასაკმარისად გამოყოფა - როცა ქალს არ სურს სქესობრივი ურთიერთობა, აქვს ბართოლინის ჯირკვლის პათოლოგია, ან დარღვეული აქვს ჰორმონული ფონი, შესაძლოა სეკრეტი, რომელიც სქესობრივი კონტაქტისათვის აუცილებელია, არასაკმარისად გამოიყოფოდეს, რაც ტკივილის მიზეზი ხდება.
მიზეზის დასადგენად საჭიროა პაციენტის გასინჯვა სარკეებში. მიმართეთ გინეკოლოგს.
გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
შაქარი და ცხიმები წარმოადგენს ძირითად საწვავს, რომელიც კვებავს სხეულის თითოეულ უჯრედს.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად