რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
- 57 წლის ქალბატონს აქვს სიგმოიდური კოლინჯის დივერტიკულოზი,თორმეტგოჯას წყლული,ქრონიკული გასტრიტი.ამოჭრილი აქვს ნაღვლის ბუშტი და ბრმანაწლავი,იღებს მხოლოდ ნახშირწყლებს,რადგან სხავა ნებისმიერი საკვების მიღებისას სტკივა მთლიანად მუცლის ღრუ,მაღლა უწევს წნევა და არის ძალიან ცუდად.გთხოვთ გვირჩიეთ რა გამოკვლევებია საჭირო,ან რა მკურნალობა უნდა ჩაიტაროს რომ ასეთ მკაცრ დიეტაზე აღარ იყოს.გმადლობთ
პასუხი
პასუხობს: სამკურნალო დიაგნოსტიკური ცენტრების ,,ჯანმრთელობის სახლის", "MEDIჩAL HOUშE"-ის ,,ნეოკლინიკისა" და ,,ელიტა მედის" წამყვანი სპეციალისტი, ექიმი-გასტროენტეროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ირაკლი ხმალაძე.
-კითხვიდან ნათლად ჩანს, რომ მოცემულ პაციენტს სასწრაფოდ ესაჭიროება ძალზე სერიოზული მკურნალობა, ოღონდ მხოლოდ კვალიფიციურ გასტროენტეროლოგთან, ხოლო თვით თერაპია უნდა იყოს არა ცალმხრივი, არამედ კომლექსური და მოიცავდეს მთელი კუჭ-ნაწლავის სისტემას, სხვა შემთხვევაში დადებით შედეგს პაციენტი ვერ მიიღებს. აქვე დავძენ, რომ სასურველია კიდევ ერთხელ მოხდეს სრულფასოვანი კვლევების ჩატარება დიაგნოზის დაზუსტების მიზნით. უფრო დაზუსტებული პასუხის გაცემა მხოლოდ პაციენტთან უშუალო კონტაქტის შემდეგ იქნება შესაძლებელი.