რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
-გამარჯობათ, მყავს 3 თვის ბავშვი, აქვს ხელ-ფეზე დაჭიმულობა ცოტა ტონუსი და რის გამო შეიძლება ქონდეს ბავშვს და როგორ შეიძლება მკურნალობა? მადლობა წინასწარ
პასუხი
-სიცოცხლის პირველი სამი თვის განმავლობაში პატარას აღენიშნება ზედა და ქვედა კიდურების მომხრელი კუნთების ჰიპერტონუსი - მომატებული აქტიურობა გამშლელ კუნთებთან შედარებით. ასაკის მომატებასთნ ერთად მომხრელი და გამშლელი კუნთების აქტიურობა თანაბრდება. სამი თვისთვის პაწიას ნორმალური განვითარების ერთ-ერთი მაჩვენებელია ფიზიოლოგიური ჰიპერტონუსის გაქრობა ზედა კიდურების მომხრელებში, მაგრამ ფეხის კუნთების ჰიპერტონუსი ჯერ კიდევ შენარჩუნებულია. ოთხი-ხუთი თვის ასაკში ქვედა კიდურების მომხრელი და გამშლელი კუნთების გაწონასწორება იწყება. კუნთების ნორმალური განვითარებისთვის საჭიროა ზომიერი ფიზიკური დატვირთვა ჩვილი ასაკიდანვე. წლამდე ასაკის ბავშვისთვის ვარჯიშებისა და მასაჟის შერჩევისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს კუნთების განვითარების პროცესი. აჩვენეთ ბავშვი პედიატრს ან ნევროპათოლოგს, მდგომარეობის შეფასების შემედეგ ბავშვს დაენიშნება მასაჟი.
გამარჯიბათ... ჩემი გოგონა 6 თვის ხდება, ექიმი მეუბნება რომ ქვედა კიდურების დაჭიმულობა აქვს(ცოტაო...) მაინტერესებ რა სიმპტომებით გამოიხატება, მე როგორ შევატყო რომ ასეა? ზოგი მეუბნება რომ მასაჟი უნდა, ზოგიც პირიქით, არ ჭირდებაო... როგორ მოვიქცე ვეღარ გავიგე.ისე აქტიური და მიძრავი ბავშვია.და კიდევ ჯერ არ დააჯინოო. თვითონ უნდა და შეუძლია კიდევაც, ეტლის საზურგე მეორე დონეზე მაქვს.. არასწორად ვიქცევი? თუ დასაშვებია ამ ასაკისთვის?