რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
-გამარჯობათ,ვნახე თქვენი რჩევა,ბონქ-იმუნალი რომ დაუნიშნეთ წლინახევრის ბავშვს.ჩემი გოგონა არის 1წლის და ხშირად მიცივდება,თუ შეიძლება მეც მივცე იგივე წამალი და რამდენი დღით?
პასუხი
- ბავშვის ხშირი ავადმყოფობის და უჭმელობის მიზეზი შეიძლება იყოს დაბალი ჰემოგლობინი, კალციუმის ნაკლებობა, დისბაქერიოზი, ჭიებით ინვაზია ან სხვა რამ. იმუნიტეტი რომ გაძლიერდეს, ბავშვს ყველა ეს ფაქტორი მოწესრიგებული უნდა ჰქონდეს. საინტერესოა, რა მდგომარეობაში აქვს ბავშვს ტონზილები (ე.წ. გლანდები). კარგი იქნება თუ გამოცდილ პედიატრს მიმართავთ და ბავშვს კომპლექსურად უმკურნალებთ და არა სიმპტომურად. მცენარეული საშუალებებიდან ამ ასკის ბავშვისთვის შეიძლება გირჩიოთ იმუნალის წვეთები (5-10 წვეთი 3-ჯერ დღეში) 1 თვის განმავლობაში. თუ ტონზილიტი ჩირქოვანია, კარგი იქნება ბრონქომუნალ პ-ს ჩართვაც, მაგრამ ამის გაკეთება ექიმის გარეშე არ შეიძლება.