რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
-გამარჯობათ, მაინტერესებს კოკსართროზის მსუბუქი ფორმის დროს თუ შეიძლება სირბილი(ვარჯიში) რა პერიოდულობით და რამდენი ხანი?
პასუხი
-კოქსართროზით დაავადებულისთვის ვარჯიშის შერჩევა სპეციალურ ცოდნას საჭიროებს: მოძრაობა არ უნდა იყოს მეტისმეტად ენერგიული და ინტენსიური, რათა არ მოხდეს დაავადებული სახსრის ტრავმირება; დაუშვებელია ისეთი მოძრაობის გაკეთება, რომელიც სახსრის ტკივილს გამოიწვევს; ყველას სჯობს სტატიკური ვარჯიშები, რომლებიც ნაკლებად ტვირთავს სახსრებს და ამაგრებს კუნთებს. მაგალითად: 1. დაწექით ზურგზე, ასწიეთ ფეხი და რაც შეიძლება მეტხანს გააჩერეთ ამ მდგომარეობაში. 2. დაწექით მუცელზე, ასწიეთ ფეხი და შეძლებისამებრ დიდხანს გააჩერეთ ამ მდგომარეობაში. 3. დაწექით გვერდზე, ასწიეთ ფეხი და შეძლებისამებრ დიდხანს გააჩერეთ ამ მდგომარეობაში. კოქსართროზის დროს სასარგებლოა ცურვა. ნებადართულია თხილამურებითა და ციგურებით სრიალი. აუცილებელია ხელჯოხის ხმარება, რათა დაავადებული სახსარი დაიზოგოს.