რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
-გამარჯობათ. ვარ 17 წლის. მაწუხებს ჭარბთმიანობა დაახლოებით 12 წლიდან, მთელ ტანზე. უხეში და შავი არ არის ჩვეულებრივი თმა მაქვს მაგრამ მაინტერესებს შეიძლება თუ არა ეს ჰორმონალური დარღვევის ბრალი იყოს? არაფერი არ მაწუხებს, მენსტრუაცია შეიძლება გადამიცდეს მაქსიმუმ 5 დღით. ტკივილები მხოლოდ მაშინ მაქვს თუ გავცივდები... გთხოვთ მითხრათ სავარაუდოდ შეილება თუ არა ასეთი ჭარბთმიანობა ჰორმონალური დარღვევის გამო იყოს და რა სახის ანალიზი უნდა გავიკეთო ამის ზუსტად გასაგებად. წინასწარ გიხდით მადლობას
პასუხი
-ჭარბთმიანობის შემთხვევაში გოგონამ უნდა მიმართოს გინეკოლოგ -ენდოკრინოლოგს ან ენდოკრინოლოგს, რადგან ასეთი თმიანობა ქალებში მამაკაცური ჰორმონების ჭარბად გამოყოფასთან და ქალური ჰორმონების დეფიციტთანაა დაკავშირებული. თუ ეს დადასტურდა, მაშინ საჭირო გახდება შესაბამისი მკურნალობის ჩატარება, რადგან სანამ არ მოწესრიგდება ჰორმონული ბალანსი ორგანიზმში, თმიანობა არ მოიკლებს. გოგონებმა ჭარბთმიანობის დროს უნდა შეიმოწმონ საკვერცხეების და ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია და გაიკეთონ ანალიზი ტესტოსტერონზე. აღსანიშნავია, რომ ზოგჯერ მომატებულ თმიანობას გენეტიკური ხასიათიც აქვს. არის შემთხვევები, როცა ჭარბთმიანობის მიზეზი უცნობი რჩება. თუ ანდროგენების დონე ნორმალურია, მენსტრუაციაც ყოველგვარი დარღვევის გარეშე მიმდინარეობს და თითქოს არც სხვა პათოლოგიური ცვლილებები შეინიშნება ამ მდგომარეობას იდიოპათიურ ჰირსუტიზმს უწოდებენ. ასეთ შემთხვევაში თმების მოშორების ერთადერთი საშუალება ეპილაციაა. ჩვენი რჩევა იქნება, მიმართოთ გინეკოლოგ-ენდოკრინოლოგს. პარალელურად შეგიძლიათ მიმართოთ ესთეტიკური მედიცინის ცენტრებს, სადაც შეირჩევა ოპტიმალური მეთოდი თქვენი თმიანობის სამკურნალოდ( ლაზერული, ფოტო, ელექტრო ნემსით ან ელოს ეპილაცია).