ვარ ცხრამეტი წლის გოგო ძალიან ოფლიანობ და რისი ბრ... | რჩევები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - რჩევები

კატეგორია - რჩევები

01-11-2012

-გამარჯობა ვარ ცხრამეტი წლის გოგო ძალიან ოფლიანობ და რისი ბრალი შეიძლება იყოს და როგორ მოვიქცე. შეიძლება დეოდორანტის ბრალი იყოს? ველოდები თქვენს რჩევას მადლობა

პასუხი
-კარგი იქნებოდა მიგეთითებინათ რომელი მიდამოს ჰიპერჰიდროზს უჩივით.
პირველად ჰიპერჰიდროზზე ჭარბოფლიანობაზე, როგორც დამოუკიდებელ დაავადებაზე, ლაპარაკობენ იმ შემთხვევაში, როდესაც გამოკვლევების შედეგად ვერ პოულობენ ჰიპერჰიდროზის მიზეზს. პირველადი ჰიპერჰიდოზისათვის ძირითადად დამახასიათებელია ლოკალური ოფლიანობა, მაგ სახის, ხელის მტევნების, ტერფების და იღლიების მიდამოებში.
. გაითვალისწინეთ, რომ ოფლის გამოყოფა ორგანიზმისთვის მეტად მნიშვნელოვანი ფუნქციაა და მისი მთლიანად ბლოკირება არ შეიძლება. იღლიებში გადამეტებული ოფლიანობა ლოკალური ჰიპერჰიდროზის ანუ ჭარბი ოფლიანობის ყველაზე გავრცელებული ფორმაა. იღლიებში გადამეტებული ოფლიანობა იწვევს ემოციურ და ფსიქიკურ ტრავმას და ადაბლებს ცხოვრების ხარისხს. აქვე გეტყვით, რომ ჰიპერჰიდროზი შეიძლება იყოს ფიზიოლოგიური და პათოლოგიური. ფიზიოლოგიური ჰიპერჰიდროზი ორგანიზმის დამცველობითი რეაქციაა და ემსახურება ორგანიზმის მიერ ჭარბი სითბოს გამოყოფას, მაგალითად ფიზიკური დატვირთვის დროს, გარემოს ტემპერატურის მატებისას და ა.შ. ჰიპერჰიდროზი ზოგჯერ შიშის, მღელვარების, სირცხვილის გრძნობის დროსაც იჩენს ხოლმე თავს.
პათოლოგიური ჰიპერჰიდროზი კი განპირობებულია ნეიროენდოკრინული დარღვევებით, რომელთაგანაც წამყვანია ცენტრალური და ვეგეტაციური ნერვული სისტემის ფუნქციური ან ორგანული ცვლილებები. მკურნალობა გულისხმობს კანის ხშირ ბანას საპნით, ისეთი ანტიბაქტერიული პრეპარატების გამოყენებას, რომლებიც ოფლის დაშლას უშლიან ხელს (ალუმინის პრეპარატები, ანტიბაქტერიული საპონი და სხვა);
ატარეთ ბუნებრივი ტანსაცმელი. აგრეთვე - ისეთი დეზოდორანტებისა და ადსორბენტების მოხმარებას, რომლებიც აქრობენ ოფლის დაშლის შედეგად წარმოქმნილ მყრალ სუნს და ხელს უშლიან ოფლის წარმოქმნას. გარდა ამისა, გირჩევთ: ერიდოთ სტრესულ სიტუაციებს და სვით მცენარეული დამამშვიდებელი საშუალებები (ვალერიანი, ბარამბო, ალორა, ნევროსტიმი); ნუ მოწევთ სიგარეტს, რადგან ნიკოტინი აძლიერებს ოფლის დენას; ერიდეთ ალკოჰოლურ სასმელებს; საოფლე ჯირკვლების ფუნქციის გასაუმჯობესებლად კარგია სალბის და მუხის ქერქის აბაზანები; მიიღეთ B ჯგუფის ვიტამინების კომპლექსი და კალციუმის პრეპარატი.
• ეფექტურია ბოტოქსის ინექციებით მკურნალობაც. ამ დროს ადგილობრივი ანესთეზიით კანქვეშ შეჰყავთ ბოტულოტოქსინი. ოფლი პროცედურიდან ორ დღეში ქრება. ეფექტი 6-12 თვე ძლებს. გვერდითი მოქმედება არ ახლავს. ეს ადგილობრივი ჰიპერჰიდროზის მკურნალობის ძალზე ეფექტური მეთოდია.
ხელისგულების და ფეხისგულების ოფლიანობა ჭარბოფლიანობის (ჰიპერჰიდროზი) საკმაოდ გავრცელებული ფორმაა. შესაძლოა ეფექტური იყოს ვარჯიში, წყლის პროცედურები, ზოგჯერ დამამშვიდებელი საშუალებები. ძალიან კარგ შედეგს იძლევა იონტოფორეზი (ელექტროდენის დახმარებით, რომელსაც წყლიან გარემოში ავრცელებენ და სადაც ათავსებინებენ პაციენტის ხელებს, ხდება ოფლის ჯირკვლების იძულება, რომ ცოტა დაისვენონ. ამგვარი მკურნალობა ძალიან ეფექტურია (50%). ეფექტი გრძელდება 5-6 კვირას, შემდეგ თანდათან კლებულობს) და ბოტოქსის ინექციები (ბოტოქსი წარმოადგენს მრავალჯერადად განზავებულ ბოტულოტოქსინს (ძლიერი შხამი). მისი ინექციების მეშვეობით შეიძლება განვითარდეს საოფლე ჯირკვლების ,,დამბლა", მაგრამ ეს პრეპარატი ხანმოკლე მოქმედებისაა და რამოდენიმე თვეში განმეორებით ინექციას საჭიროებს.)
უნდა გითხრათ, რომ ხელისგულების ჰიპერჰიდროზის ქირურგიული მკურნალობაც არსებობს (ენდოსკოპიური თორაკოსკოპიული სიმპატოექტომიით) და იგი თითქმის 100%-იანი განკურნების საშუალებას იძლევა. რასაკვირველია, პირდაპირ ქირურგიული მეთოდით მკურნალობის დაწყება არ შეიძლება და არც არის საჭირო. მას მხოლოდ მაშინ მიმართავენ, როცა კონსერვატიული მკურნალობა უშედეგოა.
კონსერვატიული მკურნალობა კი საკმაოდ ხშირად იძლევა დადებით შედეგს. კარგი შედეგი შეიძლება მოგცეთ ხელებზე კონტრასტული აბაზანების გაკეთებამ (ცხელისა და ცივი აბაზანების მონაცვლეობა), გარდა ამისა, ყოველდღე გაიკეთეთ ხელისგულებზე მუხის ქერქის აბაზანები: 2 ს. კ. დანაწევრებულ მუხის ქერქს დაასხით 1 ლიტრი ცივი წყალი, დადგით მდუღარე წყლის აბაზანაზე და ადუღეთ 20 წუთი. შემდეგ დაუმატეთ 1 ს. კოვზი გულყვითელა და გააჩერეთ 10 წუთი, შემდეგ კი გაფილტრეთ. დილა-საღამოს ხელისგულებზე გაიკეთეთ ამ ნაყენის აბაზანები და გამშრალების გარეშე შეიშრეთ. კარგია გვირილის ნაყენის აბაზანების გაკეთებაც.
ოფლიანობის დროს ხშირია სუნიც, რომელსაც როგორც წესი, კანზე იმ ბაქტერიების მოხვედრა იწვევს, რომელთაც ძალიან უყვართ ოფლი. ფეხის სუნის გასაქრობად უპირველეს ყოვლისა, ოფლს უნდა ებრძოლოთ. ამისათვის ფეხები ყოველდღე უნდა დაიბანოთ თბილი წყლითა და საპნით და უნდა გამოიცვალოთ ფეხსაცმელი და წინდები. ფეხსაცმელი უნდა იყოს ნაჭრის, ან ნატურალური ტყავის, ზაფხულში იხმარეთ მოხდილი ფეხსაცმელები. წინდები უნდა იყოს ბამბის. პერიოდულად გარეცხეთ ფეხსაცმელი და გამოიყენეთ ფეხის დეზოდორანტები. თუ ამან არ გიშველათ, მაშინ ორი კვირის განმავლობაში ყოველდილა მიიფრქვიეთ ბორის მჟავა ტერფებზე და თითებს შორის. საღამოს დაიბანეთ ფეხის ტერფები თბილი წყლით. რასაკვირველია, ყოველდღე უნდა გამოიცვალოთ წინდები. არსებობს კომბინირებული (ანტიმიკოზური, ანთებისსაწინააღმდეგო, დეზოდორის თვისებების მოქონე) პრეპარატები, რომლებიც ფხვნილის სახით გამოდის და უნდა ჩაიყაროს ფეხსაცმლის საფენში. დიდი მნიშვნელობა აქვს ფეხსაცმელში სპეციალური დეზოდორის ჩასხმას და ნესტის შემწოვი საფენების ჩადებას. მართალია ისინი ვერ წყვეტენ პრობლემას, მაგარამ სუნს რამდენადმე ახშობენ და ოფლიანი ფეხების გართულების (სოკო) ალბათობასაც აქვეითებენ.
ტერფების ოფლიანობის დროს მიმართავენ იონოფორეზსაც. ახლა გასწავლით ფეხიდან სუნის გასაქრობ რამდენიმე სხვა საშუალებასაც:
- ფეხები მოათავსეთ ჩაის მაგარ ნაყენში თხუთმეტი წუთის განმავლობაში დღეში ორჯერ. ეს კარგი საშუალებაა ფეხების ოფლიანობის შესამცირებლად. - ფეხებზე გადაივლეთ ძმრის ხსნარი. ფეხის სუნის მოსაცილებლად კვირაში სამ-ოთხჯერ ფეხები დაიბანეთ ძმრის თბილ წყალხსნარში. ერთ ჯერზე ნახევარი ჭიქა ძმარი გეყოფათ.
- ძლიერი ოფლიანობის დროს სასარგებლოა ასეთი აბაზანები: 1 ლ წყლში ჩაყარეთ 50-100 გრ მუხის ქერქი. ადუღეთ 20-30 წთ დაბალ ცეცხლზე. გაიკეთეთ თბილი აბაზანები ყოველ საღამოს.
- ჩაყარეთ 1/5 ჩ.კ. ან დანის წვერით დამწვარი შაბი 1 ჭიქა ცხელ წყალში, კარგად გახსენით და გადაივლეთ ტერფებზე.
- ჩაყარეთ 1 ჩაის კოვზი მარილი 1 ჭიქა ცხელ წყალში. გადაივლეთ ტერფებზე ღამე, დილით კი გამოიყენეთ ცივი მარილიანი წყალი. ასეთი პროცედურების შემდეგ მცირდება ოფლიანობა და სუნი ფეხებზე.
- ლიმონის წვენით გაიწმინდეთ ტერფები ყოველ ღამე.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად