რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
-გამარჯობა. გაცივებამ თუ შეიძლება გამოიწვიოს სპერმაში სისხლის შერევა. ანუ სპერმა არის მოვარდისფრო ფერის და ტკივლიები მაქვს ასოს ზედა, ესეიგი მუცლის ქვემოთა ნაწილში. ძალიან გთხოვთ მიპასუხეთ მალე. ვნერვიულობ!!!
პასუხი
- სპერმაში სისხლის არსებობას ჰემოსპერმიას უწოდებენ. იგი უხშირესად კეთილთვისებიანი ხასიათისაა, თუმცა შეიძლება იყოს სერიოზული უროლოგიური დაავადებების (მაგალითად, პროსტატიტის, ეპიდიდიმიტის, ვეზიკულიტის, პროსტატის ადენომის, წინამდებარე ჯირკვლის სიმსივნური დაავადების, შარდის ბუშტის დაავადებების, და სხვ) სიმპტომიც, ამიტომ აუცილებელია უროლოგთან ვიზიტი და სათანადო გამოკვლევების ჩატარება.
ჰემოსპერმია შეიძლება იყოს ორგვარი: ჭეშმარიტი და ცრუ. ჭეშმარიტი ჰემოსპერმია ცრუსთან შედარებით უფრო საშიშია. ამ დროს სპერმას აქვს მუქი წითელი ან თითქმის შოკოლადის ფერი. სისხლი შეიძლება სპერმას შეერიოს რამდენიმე გზით - პროსტატიდან, სათესლე პარკიდან, შარდასენი არხიდან, თესლის გამომტანი არხიდან და აშ. ამგვარად, ჭეშმარიტი ჰემოსპერმია შეიძლება იყოს წინამდებარე ჯირკვლის, სათესლე პარკის ან შარდის ბუშტის ანთების ნიშანი. მოხუცებულთა ასაკში ჰემოსპერმია უფრო სერიოზული დაავადების მანიშნებელი შეიძლება იყოს. ცრუ ჰემოსპერმიის დროს სპერმაში სისხლი ხვდება შარსადენი არხიდან. იგი ალისფერია და ბოლომდე ვერ ასწრებს შერევას ეაკულატთან (შეიმჩნევა ძაფისებრი კოლტები). მისი მიზეზი შეიძლება იყოს ტრავმა და ურეთრის დაავადება. დიაგნოსტირებისათვის დროულად უნდა მიმართოთ უროლოგს.