იცით მაინტერესებს ზოგადად რა იწვევს უსიამოვნო სუნ... | სინდრომი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - სინდრომი

კატეგორია - სინდრომი

01-11-2012

-გამარჯობათ, იცით მაინტერესებს ზოგადად რა იწვევს უსიამოვნო სუნს პირის ღრუში? ჩემს მეუღლეს აწუხებს ეს პრობლემა, განსაკუთრებით დილაობით, შეიძლება ითქვას ოთახშიც კი, სადაც ჩვენ გვძინავს საშინელი სუნი დგება მისი პირიდან წამოსული, არც კბილების გამოხეხვის ან საკვების მიღების შემდეგ ეს სუნი არ ქრება, შეიძლება ითქვას შედარებით სუსტდება, ზოგადად ჯანმრთელი ადამიანია, პირის ღრუ კი აქვს მოსაწესრიგებელი, მაგრამ ჩემი აზრით არც იმდენად რომ ესეთი საშინელი სუნი გამოიწვიოს, თან მთელი დღის განმავლობაში, სხვა რამ შეიძლება გამოიწვიოს ეს სიმპტომი? რომელ ექიმს მივმართოთ? დავამატებდი იმასაც, რომ საკვების მიღების შემდებ ყოველთვის აქვს მკაფიოდ გამოხატული ბოყინი, და ფიზიკურად საკმაოდ გამხდარია, მიუხედავად იმისა რომ უმადობას არ უჩივის და საკმაოდ კარგად იკვებება? წინასწარ დიდი მადლობა, მოუთმენლად ველოდები თქვენს პასუხს :)

პასუხი
-პირის ღრუში უსიამოვნო სუნისა და გემოს მიზეზი შესაძლოა იყოს კარიესული კბილი, გინგივიტი, პაროდონტიტი, მწვავე ან ქრონიკული ტონზილიტი ანუ ნუშურა ჯირკვლების ანთება ხშირად იწვევს ყელიდან უსიამოვნო სუნს. ამ დროს სუნის მიზეზი ნუშურა ჯირკვლების ლაკუნებში დაგროვილი ჩირქია, აგრეთვე კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები, ნაღვლის ბუშტის ანთებითი დაზიანება და სხვა.
უპირველეს ყოვლისა ესტუმრეთ სტომატოლოგს და ჩაიტარეთ პირის ღრუს გამოკვლევა. თუ სტომატოლოგიურად ჯანმრთელი ბრძანდებით, მაშინ მოგიწევთ ყელ-ყურ-ცხვირის ექიმთან და გასტროენტეროლოგთან ვიზიტი.
გთავაზოთ "ოჯახის მკურნალის" 2007 წლის #12-ში გამოქვეყნებულ ინტერვიუს (შემოკლებულ ვარიანტს) ცუდი სუნი პირიდან გვესაუბრება ასოცირებულ პროფესორი მაია სულაქველიძე. იხ. ინტერნეტ მისამართზე
http://http://mkurnali.ambebi.ge/kitxva-pasuxi.html?view=question&id=70698
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად