მყავს ბიჭი 2,10 თვის, თებერვალში  ჩავუტარე სისხლი... | დაავადებათა მკურნალობა - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - დაავადებათა მკურნალობა
31-10-2012

-გამარჯობათ, მყავს ბიჭი 2,10 თვის, თებერვალში  ჩავუტარე სისხლის ანალიზი და ეოზინოფილი ჰქონდა 5, გავუკეთე განავლის ჩათესვა და აღმოაჩნდა ჭიები დიდი რაოდენობით, ვუმკურნალე ასევე ჭიებზე და ეხლა ვაპირებ ანალიზებზე წაყვანას და ვნერვიულობ ძალიან ისევ ხომ არ ექნება ზღვარზე ეოზინოფილი და თუ შეიძლება გარეგნულად შეეტყოს ბავშვს რაიმე ცვალებადობა სისხლში. მადლობთ  წინაწარ.

პასუხი
-ჭიებით ინვაზიის დროს გარეგნულად შესაძლოა გამოიხატოს შემდეგი სიმპტომები: ბავშვს ერღვევა კუჭ-ნაწლავის მოქმედება: ხან შეკრულობა აწუხებს, ხან - ფაღარათი, ხშირად სტკივა მუცელი, უჩივის უმადობას, უძილობას, უგუნებობას, თავის ტკივილს, ქავილს უკანა ტანის მიდამოში, ალერგიული რექციები ....
ქრონიკული ინტოქსიკაციის ნიშნები: მადისა და წონის დაქვეითება, საერთო სისუსტე, სილურჯე თვალების ირგვლივ, გაღიზიანებადობა და ადვილად დაღლა, აღინიშნება ჩამორჩენა ზრდა-განვითარების მხრივ.
გახსოვდეთ, ჭიებით ინვაზიის მკურნალობას ერთი თავისებურება ახასიათებს - მედიკამენტური თერაპია უტარდება არა მხოლოდ ავადმყოფ ბავშვს, არამედ ოჯახის ყველა წევრს, განურჩევლად იმისა, აქვს თუ არა რომელიმე კლინიკური ნიშანი, ორი კვირის შემდეგ კი პრეპარატის იმავე დოზით გამეორებაა საჭირო. თუ სანიტარულ-ჰიგიენური რეჟიმი გამუდმებით ირღვევა და რეინვაზია - ხელმეორედ ინვაზირებაა მოსალოდნელი.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
მამობის მსურველი მამაკაცებისთვის ჩასახვის შანსი იზრდება კარგი ძილის შემთხვევაში. რეკომენდებულია დასაძინებლად დაწოლა 22:30 საათზე.
საკვების მონელების პროცესის ამა თუ იმ რგოლის მოშლისას,
არსებობს უამრავი კოსმეტიკური პროდუქტი, რომლებიც მსხლის ინგრედიენტებსაც შეიცავს.
მზის მცხუნვარე სხივები უარყოფითად მოქმედებს თმის სიჯანსაღესა და შესახედაობაზე.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად