10 წლის წინ მქონდა დისბაქტერიოზი ანტიბიოტიკებით გა... | გასტროენტეროლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - გასტროენტეროლოგია
31-10-2012

-10 წლის წინ მქონდა დისბაქტერიოზი ანტიბიოტიკებით გამოწვეული. 2 წლის განმავლობაში ვერ მოვირჩინე. დავდიოდი კლინიკიდან კლინიკაში, მაგრამ მდგომარეობა უფრო მირთულდებოდა. ბოლოს ბალახეული ნაყენით განვიკურნე, მაგრამ ყოველ გაზაფხულსა და შემოდგომაზე მიმწვავდება მდგომარეობა და იგივე ბალახეული ნაყენით ვმკურნალობ. მართალია, დისბაქტერიოსზე მშველის, მაგრამ თითქმის 1 წელია დამეწყო კუჭის მარცხენა მხარეს სიმძიმისა და წვის შეგრძნება, მაქვს დაბალი მჟავიანობა და ხშირად ვღებულობ მრავალძარღვას ნაყენს. ამას თან დაერთო ნევროზიც. გთხოვთ მიპასუხოთ რა სახის ანალიზები დამჭირდება, რომ გავიგო რა იწვევს კუჭის წვას. დიდი მადლობა.

პასუხი
-პრიორიტეტულია ფიბროგასტროდუოდენოსკოპია. მისი საშუალებით ხდება კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ლორწოვანი გარსის დათვალიერება, მცირე დეფექტების დაფიქსირებაც კი. ენდოსკოპიური გამოკვლევით შესაძლებელია მჟავიანობის განსაზღვრა. თუმცა უმჯობესია გასტროენტეროლოგს მიმართოთ, რათა დაუსაბუთებელი კვლევები აიცილოთ. გარდა ამისა საჭიროა კვლევის შედეგები სპეციალისტის მიერ იყოს შეფასებული.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად