რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
-გამარჯობათ,ვარ 25წლის,მაქვს ძგიდე და ნიჟარები,ექიმმა მითხრა იმკურნალეო,მითხრეს რომ ამოჭრა არ შეიძლება,და რომ მკურნალობაც დროებითია და სულ არ იკურნება,ძალიან გთხოვთ მირჩიეთ რა გავაკეთო,რამოდენიმე დღეში ვიკეთებ გლანდების ოპერაციას და ერთად ხომ არ გავიკეთო ყველაფერი?მადლობა წინასწარ
პასუხი
- ცხვირის ძგიდის გამრუდება ყველა შემთხვევაში კორექციას არ მოითხოვს. გადამწყვეტია გამრუდების ტიპი. თუ პაციენტს სუნთქვასთნ დაკავშირებული პრობლემები აწუხებს, რაც ძგიდის გამრუდებასთან არის დაკავშირებული, ასეთ შემთხვევაში ოპერაცია კეთდება. მაგრამ თუ სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემები არ აწუხებს ასეთ დროს ოპერაცია სავალდებულო არ არის. რაც შეეხება ნიჟარების ჰიპერტროფიას (გასქელება), საკმაოდ ხშირად ძგიდის დეფორმაციასთან არის დაკავშირებული. ამგვარ შემთხვევებში სასურველი შედეგის მისაღებად ორივე პრობლემის აღმოფხვრაა საჭირო. ნიჟარების ჰიპერტროფიის სამკურნალო კონსერვატიული საშუალებებიც (სასხურებლები) საკმაოდ ეფექტურია და ფართოდაც იყენებენ. ბოლო სიტყვა ამ დროს თქვენ მკურნალ ექიმს ეკუთვნის.