რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
-კარგად განმიმარტეთ რას ნიშნავს ინსემინაციააა? როდესაც ქალს აქვე ანოვულაცია მაშინ მიზანშეწონილია ინსემინაციის გაკეთება?ან სტიმულაცია როგორ ხდება ფოლიკულის?
პასუხი
-ჯანმრთელი წყვილის შემთხვევაში , როცა პრობლემა არ არის, საშვილოსნოსშიდა ინსემინაცია არ ტარდება. უნაყოფობის მკურნალობისას ინსემინაციის ეფექტურობა შეადგენს მხოლოდ 30- 40 % . ინსემინაციის შედეგად მოკლდება სპერმატოზოიდების გასავლელი გზა, ისინი საშვილოსნოს ყელის გავლის გარეშე ხვდებიან საშვილოსნოს ღრუში. ინსემინაციის ჩვენებას წარმოადგენს უნაყოფობის იმუნოლოგიური(ASA დონის მომატება სისხლის შრატში, ცერვიკალურ ლორწოში , სპერმალურ სითხეში) და ცერვიკალური ფაქტორები( საშვილოსნოს ყელის ქრონიკული ანთება, ქირურგიული მანიპულაციების შემდეგ ჩამოყალიბებული ნაწიბურები, სტენოზი, ცერვიკალური ლორწოს რაოდენობის შემცირება), ჰორმონალური დიბალანსი( ჰიპოესტროგენემია), ოლიგოზოოსპერმია.